14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში მსჯავრდებული დედა, ეგანა მაგარამოვა და მისი ადვოკატი, ალი ბადიროვი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
„საქართველოს სასამართლოს პირობებში იმედი არ გვაქვს, რომ მეორე ინსტანცია ამ უკანონო გადაწყვეტილებას შეცვლის, ამიტომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმედი გვაქვს”,- განაცხადა ბადიროვმა.
ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც როგორც ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი.
1716294236
საინტერესო ამბებისოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა - უცნობი ფაქტები გენიალური მსახიობის ცხოვრებაზე
დღეს, 21 მაისს სოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა. იგი უდიდეს არტისტად, სტილის სიმბოლოდ და ბალერინად სიცოცხლეშივე აღიარეს. უცნობი ფაქტები გენიალური მსახიობის ცხოვრებაზე ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ...
1716290749
ახალი ამბები„2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული“ - კახა კალაძე
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა ფ...
1716289202
სოციალური მედია„მთელი ცხოვრება ხან გუგა მემუქრება სანქციებით და ხან მე ვემუქრები“ - ნინო ნადირაძე
ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში სანქციებთან დაკავშირებით იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს. „მთელი ცხოვრება ხან გუგა მემუქრება სანქციებით და ხან მე ვემუქრები და კი ვართ ასე 31 წელია ხაჭა...
1716288280
სპორტი„კვარაცხელიამ კონტრაქტის განახლებაზე შეიძლება უარი თქვას“ - იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულების განახლების პროცესი ძალიან გაჭიანურდა და არაა გამორიცხული პრინციპის გამო ქართველმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვას. „...
1716286693
ახალი ამბებინიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები დავით კეზერაშვილს ხვდებიან
ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ. „კურიერის“ ინფორმაციით, პარტია „ახალის“ ლიდერები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად წავიდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, გვარამია-მელიას კეზერაშვილთან შეხვედრის...