70 წლის მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ - სახელმწიფო ადვოკატი

ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში, მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატი, გიგა ჯეირანაშვილი აცხადებს.

ადვოკატმა ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. მისი თქმით, ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ მონასტრის ტერიტორიაზე, 25 ნოემბერს, არც ერთი მათგანი არ ყოფილა. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

25 ნოემბერს, ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ყველაზე უმორალო მდიდარი ხალხია, რომელიც შვილის ფიზიკური გადარჩენისთვის კი არა, გაუმაძღრობის გამო და სრული ძალაუფლებისთვის ხვრეპს ყველას სისხლს" - ნათია ფანჯიკიძე

🔵ძალადობის მსხვერპლი მონაზონი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს - მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714934056

სოციალური მედია

ანა სუბელიანი: პატრიარქს რო შე*ეცით, მაგას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები!

აქტივისტი, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი, ანა სუბელიანი, „მთავარი არხის” თანამშრომლის, ლაშა კიკაბიძის მიერ „ფეისბუქზე” დაწერილ კომენტარს ეხმიანება. მისი კრიტიკა გამოიწვია კიკაბიძის კომენტარმა - „შევ...

ანა სუბელოამი

1714929723

ახალი ამბები

„ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა“ - OC Media-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს

ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა „OC Media“-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი და საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს. „...

ჟურნალისტი

1714927484

სოციალური მედია

„სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და საქართველოს პატრიარქის სიტყვებს აქვეყნებს. „მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიე...

მომღერალი ზურა ხაჩიძე

1714924909

ახალი ამბები

„კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა“ - ხვიჩა „უდინეზესთან“, სავარაუდოდ, არ ითამაშებს

„ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს“ – „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.    იტალიური გა...

კვარაცხელია

1714922336

სოციალური მედია

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, სალი ქურასბედიანი ავრცელებს. „მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებ...

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ