არჩილ თალაკვაძე დეპუტატების ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ მუქარაზე: „არავის ეშინია ამ მინი-ფაშისტების, რომლებიც ოჯახის წევრებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს ემუქრებიან დევნით“

„ეს არის მორიგი რეკორდი სიმდაბლეზე ხტომაში, ვინც ამ განცხადებებს აქვეყნებს და ამ ინფორმაციას ითხოვს, რა თქმა უნდა, არღვევს ყველანაირ წესს და ძალიან ახლოს არის კანონის დარღვევასთანაც, რაზეც, რა თქმა უნდა, იქნება კანონის ფარგლებში რეაგირება, თუმცა, არავის ეშინია ამ მინი-ფაშისტების, რომლებიც ოჯახის წევრებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს ემუქრებიან დევნით“, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ რადიკალების მიერ გაჟღერებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, უნდა გამოქვეყნდეს იმ დეპუტატების ოჯახის წევრების ფოტოები, ვინც მხარი დაუჭირა „გამჭვირვალობის კანონს“.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ ადამიანების ინსტრუმენტი არ შეცვლილა და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, მათი ფსიქოლოგია დევნა და შურისძიებაა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას მომავალში ამ ძალის ხელისუფლებაში დაბრუნება, ვინაიდან ისინი პოლიტიკას ადამიანების დაჭერაზე, დათრგუნვასა და დევნაზე აგებდნენ.

„მათი ერთადერთი ინსტრუმენტი, ერთადერთი ფსიქოლოგია არის ის, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ოპოზიციაშიც აგრძელებენ იმავეს - მოქალაქეების დევნის სურვილი, შურისძიება, - ეს არის მათი მამოძრავებელი. ამას ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში და სწორედ ამაში გვჭირდება მომავალშიც ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, რომ არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში იმ დროის და იმ ხალხის დაბრუნება, ვინც თავის მოქმედებებს, თავის პოლიტიკას შურისძიებაზე, დევნაზე, ადამიანების დაჭერაზე და მათ დათრგუნვაზე, თუ დაშინებაზე აგებდნენ. ეს არ მოხდება და ეს ვერ მოხდება საქართველოში ვერც მომავალში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715874781

საზოგადოება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

 დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიულიპარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ დაძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის.კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოსტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა დაკეთილდ...

გგჰ

1715874640

ახალი ამბები

,,თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა” - პრემიერი

 თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვისნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორშეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოსპ...

ირაკლი კობახიძე

1715867911

საზოგადოება

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან...

ზოგადი

1715866727

საქართველო

„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...

მამუკა მდინარაძე

1715865642

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა