„აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის“ - სოზარ სუბარი
„აგიტაციას და პროპაგანდას აგიტაციითა და პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოში ისეთი რამ ხდება, რასაც მხოლოდ პროპაგანდას ვერ დავარქმევთ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნულ სახელმწიფოებზე, რომ თავისი კანონმდებლობა მოარგონ იმ ტრენდს, რომლის დამკვიდრებასაც დღეს მსოფლიოში ცდილობენ“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ბათუმში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში არავინ არავის ცხოვრებაში ჩარევას არ აპირებს და ეს დაცული იქნება, მაგრამ თავს არ უნდა მოგვახვიონ ის, რაც უცხოა ჩვენი ტრადიციისთვის.
„საკონსტიტუციო ცვლილებები გამორჩეულია ორი რამით პირველი - მომავალში მისი შეცვლა ძალიან ძნელია. ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ფუნდამენტში ძალიან მყარად ჩაიდება ის ღირებულებები, რომელთა დაცვისთვის არის ეს კანონი მიმართული. მეორე - ეს გულისხმობს საერთო-საყოველთაო ლეგიტიმაციის კიდევ ერთ დამატებით ფორმას - საყოველთაო განხილვას. ამიტომ, მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან შეხვედრა და აზრის მოსმენა. მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილება და შესაბამისი საკონსტიტუციო კანონით იყოს ეს უფლებები განმტკიცებული, რათა ვერავინ იფიქროს, საკონსტიტუციო ან რომელიმე საერთაშორისო სასამართლოებში წასვლა, რადგან საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა ვერ დადგება ვერც ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, კონსტიტუციით განმტკიცდეს ის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები, რომელიც მოდის ჩვენი ისტორიიდან, ტრადიციიდან და რომელიც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი რელიგიის ადამიანისთვის.
1714829025
მსოფლიორუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...
1714827186
ახალი ამბებიქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...
1714822469
ახალი ამბებიმაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერ...
1714818067
საზოგადოება„ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ, რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?“ - თორნიკე ნაროზაული
პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება. პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს,...
1714815767
სოციალური მედია„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე
მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუ...