„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში“ - ხატია დეკანოიძე

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ამით, დეკანოიძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მესამე, საბოლოო მოსმენით მიღებას.

„ეს აღარ არის არა რუსულ კანონს, ეს არის - არა რუსულ ხელისუფლებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა, რომ ეს ხელისუფლება ჩამოსცილდეს ძალაუფლებას. ამისთვის აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში. კერძო სექტორმაც ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ამ ყველაფერში.

მეორე, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ თუ ჩვენ ახლა ნამდვილად ვერ მოვერევით რეჟიმს, მაშინ ძალიან სათუოა, რომ ამ რეჟიმმა არჩევნები დათმოს დემოკრატიულად. ამიტომ, ეს უნდა იყოს ფართომასშტაბიანი პროტესტი, ეს უნდა იყოს ახალგაზრდების, ყველას პროტესტი და არავითარი პოლიტიკური შტრიხები უკვე აღარ არსებობს, რადგან საქართველოს ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოდან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716913050

ახალი ამბები

„საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში“ - ირაკლი კობახიძე

„საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკ...

პოლიტიკოსი

1716912714

ახალი ამბები

„ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას!“ - მამუკა მდინარაძე

„ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას!“ - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1716909829

ახალი ამბები

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტში მყოფ დეპუტატებს მისცენ შესაძლებლობა, შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტში მყოფ დეპუტატებს მისცენ შესაძლებლობა, შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ. აღნიშნულის შესა...

შსს

1716908521

ახალი ამბები

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო - პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტმა პარლამენტს მხოლოდ ერთი პუნქტი შესთავაზა - კანონი გაუქმებულიყო ამოქმედებიდან უმოკლეს ვად...

პარლამენტი გარედან

1716906581

ახალი ამბები

„უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის თეატრი დღეს!“- რუსთაველის თეატრი ტრისტან სარალიძის გარდაცვალებაზე

27 მაისს, ქართველი მსახიობი, ყველასათვის საყვარელი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა, იგი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა და მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადიოდა. რუსთაველის ეროვნული თეატრი გენიალური მსახ...

ტრისტან სარალიძე