ავტობუსში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ის სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო.

მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა.

“ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება”, - განაცხადა როინ მებონიამ.

შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* როგორი ამინდია დღეს საქართველოში ნავარაუდევი?

* საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები იმართება   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756307922

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სამანტა პაუერის განცხადებაზე: ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, მიუხედავად ამისა, ვხედავთ [ტრამპის ადმინისტრაციისგან] დუმილს, გვიჩნდება კითხვა, რა ხდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით

 „მიუხედავად იმ დიდი სკანდალისა, რაც ვნახეთ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ვნახეთ, რომ USAID-ის საქმიანობა, ფაქტობრივად შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში 90% პროგრამებისა...

ირაკლი კირცხალია

1756302971

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: რეფორმამდე ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას, მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება მომავალში

„რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმ მასშტაბის მანკიერებები, რაც ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ დროული და აუცილებელი იყო. მიმდინარე პროცესებმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაი...

 მიხეილ სარჯველაძე

1756302534

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სოროსმა და მისი ფსიქოპათების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯორჯ სოროსს და მის ვაჟიშვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ. „ჯორჯ სოროსს და მის...

დონალდ ტრამპი

1756300477

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6974 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, კურსი

1756298736

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი

„გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი“, - ამის შესახებ ფრაქცია...

ლევან მაჭავარიანი