ჩემი შვილის დაბადების დღეა და ქუჩაში ვდგავარ, წამლის მოთხოვნით" -  ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია იმართება

თბილისში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი კონკრეტული წამლის საქართველოში შემოტანას და მის დაფინანსებას ითხოვენ.

მშობლებს პრობლემა წელიწადზე მეტია აქვთ, ამ პერიოდის განმავლობაში მათ არაერთი აქცია გამართეს. წარსულში პროტესტის მონაწილეებს შეხვდა მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, სამინისტროში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ამ საკითხზე უნდა ემუშავა, თუმცა წამალი ქვეყანაში ისევ არაა.

მშობლები ამბობენ, რომ მედიკამენტის მიღებას აზრი მაშინ აქვს, როცა ორგანიზმი ზრდის პროცესშია და თუ ბავშვები ამ პერიოდს მის გარეშე გაივლიან, შემდეგ წამალი ეფექტური ვეღარ იქნება.

"ჩამოვედი გურიიდან სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, რათა მშობლებს დავუდგე გვერდით. მეც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი ვარ, ნინის, დღეს დაბადების დღე აქვს და მიუხედავად ამისა, ვდგავართ ქუჩაში, წამლის მოთხოვნით, ვითხოვთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს, რომ სრულფასოვანი მოქალაქე იყოს ბავშვი და არ ჰქონდეს შეზღუდვები, კომპლექსები მისი მდგომარეობიდან გამომდინარე", - ამბობს აქციის მონაწილე მშობელი, ნაზი ოჩხიკიძე. 

მშობლები ითხოვენ კონკრეტულ პასუხს, აფინანსებს წამლის შემოტანას სახელმწიფო თუ არა და როდის შემოვა ის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები