„დავორგანიზდეთ, სამოქალაქო სექტორმა, სტუდენტებმა, საჯარო პირებმა, დავთქვათ დრო და დავდგეთ ამ დაღუპული კაცის ხსნოვნისთვის მაინც!“ - ირაკლი კუპრაძე
„დავორგანიზდეთ, სამოქალაქო სექტორმა, სტუდენტებმა, საჯარო პირებმა, დავთქვათ დრო და დავდგეთ ამ დაღუპული კაცის ხსნოვნისთვის მაინც!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი კუპრაძე წერს.
„სანატორიუმ ,,ქართლში" მცხოვრებმა 52 წლის დევნილმა კაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თან ქვემოთ შეკრებილ დევნილებს მიაძახა: ეს თქვენთვის, იქნებ ამის მერე მოგაქციონ ყურადღებაო.
ვეღარ წარმომიდგენია ამის მერე, როგორ უნდა გრძელდებოდეს ჩვეულებრივად ჩვენი ცხოვრება.
ადამიანის სიცოცხლის ასე გაუფასურება, ტრაგედიების ნორმად ქცევა და შემდეგ ბრძოლის ნაცვლად ტოტალური უიმედობის განცდის შემოტანა!
ესაა ხელისუფლების სახე. დაჰპირდნენ დაგეხმარებითო და გადააგდეს.
დაჰპირდნენ შეგხვდებითო და გადააგდეს.
არ მოუსმინეს, არ გაუწოდეს დახმარების ხელი.
ახლა უნდა იხუვლოს მთელმა თბილისმა და დადგეს ფეხზე ამ ადამიანების გვერდით. ამას არანაირი, მაგრამ არ სჭირდება!
დავორგანიზდეთ, სამოქალაქო სექტორმა, სტუდენტებმა, საჯარო პირებმა, დავთქვათ დრო და დავდგეთ ამ დაღუპული კაცის ხსნოვნისთვის მაინც!
დავთქვათ დრო და ადგილი! ახლავე და აქ!“, - წერს ირაკლი კუპრაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
თბილისის ზღვასთან, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა.
"ერთი კვირის წინაც ამბობდა, მე ამას გავაკეთებ, მე ამას საქმეს შევეწირები, მთავარია თქვენ გეშველოთო", - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებს.
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, კორპუსი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.
ასევე საინტერესოა:
1715495089
სოციალური მედია„ის ფაქტიც, რომ ჩვენ ფინალში მოვხვდით და ჩვენმა დროშამ ამაყად იფრიალა, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვება“ - ნუცა ბუზალაძე
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება. ევროვიზია...
1715466107
ჰოროსკოპი12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ახალგაცნობილ ადამიანებზე. მარტოხელა ვერძებს რომანტიკული თავგადასა...
1715458698
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა, იცით, ვის აჰყევით? ომიდან ორ თვეში ვინც ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალა, ვინც რუსეთს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა
არანაირი რევოლუციის მომწყობები ეგენი არ არიან, მაგის თავი არ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელ...
1715454537
საზოგადოებანიდერლანდების წარმომადგენელი ევროვიზიის კონკურსიდან, „არასათანადო საქციელის“ გამო, დისკვალიფიცირებულია, მომხდარს პოლიცია იძიებს - BBC
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ჰოლანდიელი მონაწილე იოსტ კლაინი კულისებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, „არასათანადო ქცევის“ გამო, „ევროვიზიის“ კონკურსიდან დისკვალიფიცირებულია. ინფორმაციას BBCავრცელებს....
1715448032
ახალი ამბები,,რამდენიმე ათეული ძალიან ცნობილი ადამიანია უჩა აბაშიძის და მისი ცოლის ფაილებში, მათ შორის, ლაშა ბუღაძე, გიგა მაქარაშვილი, ალეკო ელისაშვილი და სხვები, თუმცა ამ დეტალებს კიდევ ვაზუსტებ“ - ნინო ჯღარკავა
ნახევარი თბილისი ისტერიკაშია იმდენი ცნობილი ადამიანი ჰყავს უჩა აბაშიძეს თავის ცოლთან სექსის დროს ჩაწერილი. მსგავსი საზიზღრობა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. „ნაცებმა“ თავის თავს აჯობეს, - ამის შესახ...