„დღეს ჩვენ ვზეიმობთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს მოვლენას - წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგინება, რომელიც ლიტურგიის დროს აღესრულება“ - მეუფე შიო

„როდესაც ადამიანი ჯეროვნად ეზიარება და სათანადო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ამ ყველაფრის მეშვეობით შემოდის სამყაროში ის დიდი ნათელი ძალა და მადლი ღვთისა, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლაც, ფერისცვალებაც და განწმენდაც“,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ვნების კვირის ხუთშაბათს ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს ქადაგებას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ კაცობრიობის ისტორიაში და, საერთოდ, სამყაროში უდიდეს მოვლენას, ეს არის ჩვენი სარწმუნოების საიდუმლოთა საიდუმლოების, წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგინება, რომელიც ლიტურგიის დროს აღესრულება.

ამ ღვთისმსახურების დროს ღმერთს ვმადლობთ და სამადლობელ ლოცვებს წარმოვთქვამთ. სწორედ ამიტომ ამ მსახურებას ეწოდება ასევე „ევქარისტია“, რაც მადლიერებას ნიშნავს, მაგრამ ლიტურგიის არსი არ არის მხოლოდ და მხოლოდ მადლიერებაში.

როდესაც წმინდა ეკლესია ლიტურგიას მსახურობს, მაშინ ის, სულიწმიდის მადლით, უერთდება იმ საიდუმლო სერობას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა თავის მოწაფეებთან ერთად, როდესაც აკურთხა პური და ღვინო და ისინი თავის ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად გარდაქმნა.

ღმერთში არ არის დრო, არც სივრცე. ამიტომ ჩვენც, როდესაც ვმსახურობთ ევქარისტიას, გადავლახავთ დროსაც, სივრცესაც და, ვიმეორებ, სწორედ იმ საიდუმლო სერობის თანამონაწილენი ვხდებით. აქ სრულდება საოცარი სასწაული, რომელსაც წმინდა ეკლესია აღასრულებს უფალ იესო ქრისტეს მცნების მიხედვით. „ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა. მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა. სვით ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი, მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა“, - ბრძანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ეს სასწაული მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ჯეროვნად მაზიარებელი წმინდა სისხლისა და ხორცისა იღებს ამ მადლს, ვინც ცხოვრობს შესაბამისი ცხოვრებით.

წმინდა ეკლესია, კერძოდ, წმინდა იოანე დამასკელი და სხვა დიდი მამები გვასწავლიან, რომ ამ საიდუმლოებას ეწოდება ზიარება, იმიტომ რომ ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს და ვხდებით წილმქონე მისი ღვთაებისა, მისი სხეულისა, მისი ხორცისა და მისი თანამესხეულენი ვხდებით. მეორე მხრივ, ერთი მეორესაც ვუერთდებით, იმიტომ რომ ერთი პურის წილმიმღებნი ვართ, ვხდებით რა, ქრისტეს სხეულის, მისი სისხლის თანაზიარნი, ერთი მეორის ასოებიც ვხდებით.

აი, ასეთი საოცარი სწავლებაა ჩვენი ეკლესიისა და არ არსებობს სხვა რამ მოვლენა, რაიმე სხვა წეს-განგება, რომელსაც ჰქონდეს ამაზე დიდი მნიშვნელობა, ვიდრე ის, რაც ხდება წმინდა ლიტურგიაზე, როდესაც მცირე რაოდენობის პური და ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად და ხორცად.

აქ ადგილი აქვს განსაკუთრებულ საღვთო მოქმედებას, რომელიც ამ სამყაროზე გარდამოავლენს ღმერთის მადლს და ძალას, რომელიც ჩვენს გულებში შემოდის და მოქმედებს ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვეხებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაოდენ უმნიშვნელოც უნდა მოგვეჩვენოს ეს საქმე, თუნდაც ყოფითი საქმიანობის ჩათვლით.

როდესაც ადამიანი ჯეროვნად ეზიარება და სათანადო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ამ ყველაფრის მეშვეობით შემოდის სამყაროში ის დიდი ნათელი ძალა და მადლი ღვთისა, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლაც, ფერისცვალებაც და განწმენდაც, მიუხედავად იმისა, იცის ეს სამყარომ თუ იცის.

აი, ასეთ დიდ დღესასწაულს ვზეიმობთ ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ.

მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რადგან, მისი ღვაწლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება და შედეგი არის სწორედ ევქარისტიული ცხოვრების აღორძინება საქართველოსა და ჩვენს ეკლესიაში.

ვეცადოთ, ხშირად ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და მთელი ჩვენი არსებით გავაცნობიეროთ, რა ხდება ტაძარში, როდესაც აღესრულება წმინდა ლიტურგია იმისთვის, რომ ჩვენ ღმერთისგან მომავალი ამ დიდი სიყვარულის ძალისგან მივიღოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი სულის გადარჩენისთვის და მივაღწიოთ ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომ შევიგრძნოთ ის ერთობა ქრისტესთან, რომელზეც მან თქვა, როდესაც წმინდა ზიარების საიდუმლოზე საუბრობდა: „ვინც ჭამს ჩემს ხორცს და ვინც სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში“, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!“,- აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715874781

საზოგადოება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

 დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიულიპარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ დაძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის.კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოსტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა დაკეთილდ...

გგჰ

1715874640

ახალი ამბები

,,თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა” - პრემიერი

 თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვისნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორშეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოსპ...

ირაკლი კობახიძე

1715867911

საზოგადოება

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან...

ზოგადი

1715866727

საქართველო

„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...

მამუკა მდინარაძე

1715865642

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა