„ერთ-ერთი ევროკომისარი დამემუქრა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - ირაკლი კობახიძე

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ სიტყვებით მიმართა მას ერთ-ერთმა ევროკომისარმა.

პრემიერის თქმით, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.

„საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა. თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული. პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი. დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. 
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1718522732

საზოგადოება

„ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ოდესმე ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა. ეს ოცნება აგვიხდა და ბედნიერები ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელია

უეფას ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა. როგორც კვარაცხელიამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან.  „საქართველოში საკმარისად არია...

ააა

1718521335

ახალი ამბები

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრ...

ირაკლი კობახიძე

1718517034

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა - შეამოწმეთ მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა.  სამგორის რაიონი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. N 6 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/15/2024 13:00-იდან 6/16/2024 01:00 საათამდე წ...

წყალი

1718482782

საზოგადოება

,,ზუსტად იცოდა ვინ ვიყავი და როდის გარდაიცვლებოდა“ - რას იხსენებს ნანიკო ხაზარაძე მამაზე

 გადაცემა „სთორის“ სტუმარი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. გადაცემაში მან მამის შესახებ ისაუბრა და მის შესახებ საზოგადოებას უცნობი დეტალები გაუზიარა. ნანიკოს მამა 27 აპრილს გარდაიცვალა, ტელეწამყვანმ...

ნანიკო ხაზარაძე

1718481499

ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ფრთხილად იყავით, ბევრ ვერძს ნერვიულობა და სტრესული სიტუაციები ელის. ეცადეთ, კოლეგებთან და საყვარელ ა...

ჰოროსკოპი