"ეს რა ჯოჯოხეთი დაგვიყენა მიწაზე მამუკა ნემსაძემ და მისმა გუნდმა" - მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი ქალის და, მკურნალი ექიმების ფოტოებს ასაჯაროებს
თბილისში, მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი 33 წლის ქალის, მაია კუჭავას და, სოციალურ ქსელში იმ მედიკოსების ფოტოებს ასაჯაროებს, რომლებსაც სავარაუდოდ ქალის სიცოცხლის ფატალურად დასრულებაში ედება ბრალი.
"ეს რა ჯოჯოხეთი დაგვიყენა მიწაზე მამუკა ნემსაძემ და მისმა გუნდმა, ეს რა გვიქნეს ხალხო ჯანმრთელი, ნიჭიერი, საღ-სალამათი გოგო ჩავაბარეთ და როგორი დაგვიბრუნეს ღმერთოოოოო...
როგორი იმედი მქონდა ადამიანის ხელით განწირულ დას უფალი გადამირჩენდა...
ეს რა ხდება ჩვენს თავს, ეს რა გვჭირს ხალხოოო
გამომაღვიძეთ ან მომკალით ვინმემ...
გასკდა დაო გული, გასკდა ჩემო ტანჯულო დაოოო..
ცუდად მხდის ამ ავადსახსენებლის სურათი, მაგრამ ვდებ იმიტომ რომ იქნებ ამით სხვისი სიცოცხლე გადავარჩინოთ", - წერს ქალი.
ცნობისთვის, გუშინ თბილისში 33 წლის ქალი, სამშობიარო გართულების შემდგომ კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშაულებს. საქმეს იძიებს პოლიცია.
ამავე თემაზე:
1782405508
ახალი ამბებითბილისში კაცი დაჭრეს
თბილისში დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯ...
1782402853
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს: 📌გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში; 📌 საგამოცდო ბარათზე მით...
1782399697
ახალი ამბებიპარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მ...
1782397623
ახალი ამბებილეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა
„მთელი მსოფლიო გაერთიანდა, რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საქართველოში კი ამას სასაცილოდ ხდიან“, - ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე იუთუბერ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მ...
1782395709
ახალი ამბებიპარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობია...































