გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
1715025803
ჰოროსკოპი7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს შეიძლება პასუხი მიიღოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გაღელვებთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მ...
1715024408
ახალი ამბებინიკოლოზ ბასილაშვილის პრაღის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ითამაშებს
ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს პრაღის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 330-...
1715022972
მსოფლიოსაფრანგეთი პუტინის ინაუგურაციაზე ელჩს გზავნის, გერმანია ცერემონიას ბოიკოტს უცხადებს - Reuters
7 მაისს რუსეთში კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე საფრანგეთი თავის ელჩს გზავნის. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ცნობით, გერმანიამ განაცხადა,...
1715019547
მსოფლიოაშშ-ში 26 წლის კაცმა მღვდელს ქადაგებისას ესროლა
აშშ-ში, პიტსბურგის გარეუბანში, მღვდელს ქადაგების დროს დროს ესროლეს. როგორც „ეიბისინიუსი“ იტყობინება, სასულიერო პირს ახალგაზრდა კაცმა, 26 წლის ბერნარდ ჯუნიორ პოლიტი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ადგილ...
1715016765
სოციალური მედია,,დამბლოკა და ღირსიც ვიყავი“ – გიორგი ყიფშიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს
მსახიობი გიორგი ყიფშიძე, რომელიც ამჟამად სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება, ტიკ-ტოკზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. განსაკუთრებით კი შვილს, ნატალია ყიფშიძეს. “ქრისტე აღდგა! ამ...