იმერეთის გუბერნატორი მოსახლეობას მიმართავს, ამაღამ თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან, რადგან ქარის გამო ხანძრის საფრთხე არსებობს
იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
მისივე თქმით, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა სახის სამუშაოები მოკლე დროში ხორციელდება.
ამასთან, ზვიად შალამბერიძემ მოუწოდა მოსახლეობას, დღეს ღამით თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან, რადგან შესაძლოა, ამან ხანძარი გამოიწვიოს.
„მეოთხე დღეა, გრძელდება სტიქია იმერეთის რეგიონში. რეგიონის მასშტაბით, დღეისათვის 600-მდე შენობა გვაქვს დაზიანებული. ამ ეტაპზე 150-მდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, გვაქვს პრობლემები გაზისა და წყლის მიწოდების კუთხითაც, თუმცა შესაბამისი ჯგუფები, როგორც აქამდე, ახლაც პრობლემების აღმოფხვრაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. რაც შესაძლებელია, ყველა სახის სამუშაოებს მოკლე დროში ვახორციელებთ. აქვე, მინდა, მივმართო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმერეთის მოსახლეობას, და ვთხოვო, რომ დღეს, ღამით მაქსიმალურად ყველამ შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან. იცით, რომ ქარი ძლიერია, ძალიან ბევრი შენობის სახურავია გადახდილი და არის საშიშროება, წარმოიქმნას ხანძრები. გთხოვთ, გავითვალისწინოთ და ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1764936562
საზოგადოებამსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი „ქუჩის ბირჟების“ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება. „ვაცხადებ კონკურს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები ს...
1764933776
საზოგადოებაპრემიერი არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე - პრევენციული მიზანია ჩადებული ამ კანონპროექტში, ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას
„არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხა...
1764933194
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გამოძიებამ შეიძლება, ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით
შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად...
1764932764
ახალი ამბებიBBC-ის ფილმთან დაკავშირებით სუსში ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს
BBC-ის ფილმთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შს ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს. BB...
1764932388
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: BBC-ის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში
„ბიბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში, - განაცხადა საქართვე...


























