ირაკლი ღარიბაშვილი: საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე, რომელსაც გადამოწმება სჭირდება, თითქოს PSP-ს აფთიაქებში ეკითხებიან მომხმარებელს, ძვირი ხარისხიანი წამალი სურს, თუ უხარისხო თურქული, ეს არის პირდაპირ მტრობა და რეაგირება სჭირდება
"საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე, რომელსაც გადამოწმება სჭირდება, თითქოს PSP-ს აფთიაქებში ეკითხებიან მომხმარებელს, ძვირი ხარისხიანი წამალი სურს, თუ უხარისხო თურქული, ეს არის პირდაპირ მტრობა და რეაგირება სჭირდება", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეფორმაზე, რომელიც მედიკამენტების ფასების შემცირებას გულისხმობს.
„მოგეხსენებათ, ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე. ეს რეფორმა ჩვენ დავიწყეთ გასული წლის იანვარში. ჩემი ინიციატივით მაშინ გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხიანი წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. გახსოვთ, მაშინ სკეპტიკურად იყო განწყობილი ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის წარმატების. მახსოვს ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელიც ღიად აკრიტიკებდა ამ პროგრამას. მესმის, რომ ეს მათთვის საკმაოდ დიდი დარტყმა იყო, ვინაიდან წელიწადში, დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ რეფორმის შედეგად, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად. გაჩნდა უფრო მეტი კონკურენცია, შემოვიდა ხარისხიანი თურქული წამლები, რამაც საგრძნობლად გააიაფა ისინი. გახსოვთ, ბევრი კონკრეტული მაგალითები იყო, როდესაც წამალი ღირდა 200-300 ლარი, გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი.
რამდენიმე დღის წინ ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე და მინდა, პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია – PSP. თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს, და ეს ვიცი, რომ დავალებაა, ინფორმაცია არსებობს, ამას რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება, ეკითხებიან, რომელი სურს, ხარისხიანი ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული. ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ეს არის პირდაპირ მტრობა. როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს. ამას სჭირდება რეაგირება. ამის თაობაზე მქონდა საუბარი ზურაბ აზარაშვილთან. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი, მიუღებელი. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ და მათ შორის ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს მათთვის არ არის სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, ყველას მინდა, შევახსენო, მათ შორის ოპოზიციას და ოპონენტებს, არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა. რაც ხალხს სჭირდება, სწორედ ის უნდა გავაკეთოთ. ამიტომ, ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შემოდიოდეს და იწარმოებოდეს ხარისხიანი მედიკამენტები, მაგრამ მათი ფასი უნდა იყოს რაციონალური და გონივრული. არ შეიძლება, 200-300%-იანი მოგებით გაყიდო წამალი. ამ ერთ წელიწადში ეს პროცესი შევაჩერეთ. წელს უკვე 80 მლნ ლარამდე არის დანაზოგი, რომელიც ხალხმა ნახა ამ რეფორმის შედეგად. ჯამში, გაისად უკვე 200 მლნ ლარს გადააჭარბებს აღნიშნული რეფორმით მიღებული ეკონომია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794404929
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს
„ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...
1794403572
საზოგადოებაპაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება
სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე გან...
1794403210
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 2028 წელს ჩვენ კვლავ მოვახერხებთ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას, აგენტურული ოპოზიცია ჯერ დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვნახოთ, რომელი დარჩება პოლიტიკურ ველზე
აგენტურული ოპოზიცია ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, თუ რომელიმე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ შემდეგ აცხადებენ რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური, ამას ვუყურებთ უკვე 14 წელია, - ამის შესახებ ფრაქცი...
1794402657
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: 1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება
„ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა 1633 რეზოლუცია, რომელსაც რუსეთის ფედერაციამ მხარი არ დაუჭირა სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, მათ შორის, ამ რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქ...
1794402487
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5936 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...





























