კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - 7,5 მაგნიტუდის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა
თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. როგორც ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი წერს, ბიძგების სიმძლავრე 7,7-ს აღემატება. Bloomberg-ის ინფორმაციით კი, დაფიქსირდა 7,5 მაგნიტუდის ბიძგები.
CNN-ის ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრას ემსხვერპლა საქართველოს ერთი მოქალაქე.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა. სირიაში სულ მცირე 386 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 239 ძირითადად ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.
რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, გადარჩენილებს კი ნანგრევების ქვეშ ეძებენ.თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაზარალდა 10 ქალაქი: გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, ჰატაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი.
1769970671
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე ფასების რეგულირებაზე: გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს, ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე
გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს, ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველა...
1769969346
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ბიზნესმა განაგრძოს ზრდა და განვითარება, თუმცა სახელმწიფომ უნდა დაიცვას სწორი ბალანსი მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესებს შორის
ჩვენი მხრიდან მოხდა დაახლოებით 9 ფაქტორის იდენტიფიცირება, რომელიც ახდენს ფასის გაძვირებაზე პირდაპირ ეფექტს. ჩვენ ძალიან გულწრფელად და პირდაპირ წარვუდგინეთ ამ კვლევის შედეგები კერძო სექტორის წარმომადგე...
1769967692
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: კარგი იქნება, მიხაელ გალერს თუ გააგებინებენ, რომ რუსული ნარატივი აღარ მუშაობს, გაცვდა მისი ლექსიკა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უპატივცემულებაა, ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიხაელ გალერი უპატივცემულობას გამოხატავს. მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა მიხაელ...
1769967190
საზოგადოებაპრემიერი: მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია, ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის
მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. როგორც მ...
1769966581
საზოგადოებაიაგო ხვიჩია: პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე
პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე, - განაცხადა გადა...


























