„კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება“ - ირაკლი შოთაძე ოპოზიციის რეაქციაზე

ყოფილი პროკურორი ირაკლი შოთაძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მის გადაწყვეტილებას წასვლასთან დაკავშირებით მოჰყვა.

„ქრონიკას“-თან სატელეფონო საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეკულაციების საგანი გახადა.

მისი თქმით, პროკურატურა ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია და დარწმუნებულია, რომ წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას.

„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს. მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი თუ რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი. უკვე კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მკურნალობის პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

შესაბამისად, დამეთანხმებით, ასეთ რეალობაში შეუძლებელია გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება მკურნალობის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიმეღო არსებული გარემოებების გათვალისწინებით.

საქართველოს პროკურატურა ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია. მე მათ მადლობა მინდა გადავუხადო საქმიანობისთვის, გვერდში დგომისთვის, გამოხატული თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი ისეთივე წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1718526141

საზოგადოება

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.  მოს...

ამინდი

1718522732

საზოგადოება

„ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ოდესმე ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა. ეს ოცნება აგვიხდა და ბედნიერები ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელია

უეფას ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა. როგორც კვარაცხელიამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან.  „საქართველოში საკმარისად არია...

ააა

1718521335

ახალი ამბები

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრ...

ირაკლი კობახიძე

1718517034

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა - შეამოწმეთ მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა.  სამგორის რაიონი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. N 6 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/15/2024 13:00-იდან 6/16/2024 01:00 საათამდე წ...

წყალი

1718482782

საზოგადოება

,,ზუსტად იცოდა ვინ ვიყავი და როდის გარდაიცვლებოდა“ - რას იხსენებს ნანიკო ხაზარაძე მამაზე

 გადაცემა „სთორის“ სტუმარი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. გადაცემაში მან მამის შესახებ ისაუბრა და მის შესახებ საზოგადოებას უცნობი დეტალები გაუზიარა. ნანიკოს მამა 27 აპრილს გარდაიცვალა, ტელეწამყვანმ...

ნანიკო ხაზარაძე