მე-100 მატჩი და დამშვიდობება „ვალენსიასთან“? - As-ი მამარდაშვილზე

ესპანური გამოცემა As-ი გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს, რომელმაც შეიძლება 25 მაისს, ვიგოს „სელტას“ წინააღმდეგ „ვალენსიაში“ ბოლოჯერ ითამაშოს.

აღსანიშნავია, რომ ეს გიორგისთვის „ღამურების“ რიგებში მე-100 ოფიციალური თამაში იქნება და ესპანურ გაზეთშიც ამ დამთხვევაზე დაწერეს.

„გიორგი მამარდაშვილი „მესტალიას“ გასულ კვირას, ჟირონასთან წაგების შემდეგ დაემშვიდობა. საფინალო სასტვენის შემდეგ, დაფიქრებულმა ქართველმა მეკარემ აპლოდისმენტები უძღვნა ტრიბუნებს და ვალენსიას ლოგოს აკოცა. ბევრისთვის ეს ჟესტი იმ სახლთან გამომშვიდობების მანიშნებელი იყო, რომელშიც 2021 წლიდან მოყოლებული იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამარდაშვილზე ვაჭრობაში ნიუკასლი ჩაება. პირველი მოლაპარაკებები უკვე შედგა და ვალენსია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროზე მეტის მიღებას იმედოვნებს.

მომავალ სეზონში მამარდაშვილი შესაძლოა პრემიერლიგაში აღმოჩნდეს, თუმცა “ღამურები” მის გაყიდვას არ ჩქარობენ. კლუბმა ყოველი შემთხვევისთვის სტოლე დიმიტრიევსკი ორი სეზონით დაიბევა. თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს ამ ზაფხულს, მამარდაშვილისთვის ამ კვირის თამაში სელტასთან განსაკუთრებული იქნება. შესაძლოა, ქართველმა თავის „ვალენსიურ“

კარიერას წერტილი ვიგოში დაუსვას.

ამ დაპირისპირებას სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, თუკი ის წავა, მაგრამ არის სხვა ასპექტიც, რომელიც გიორგისთვის დასამახსოვრებელს გახდის „ბალადიოსზე“ გასამართ მატჩს.

ქართველი მეკარე სელტასთან მე-100 ოფიციალურ მატჩს მიითვლის ვალენსიას მაისურით, თუკი რუბენ ბარახა ბოლო ტურში შემადგენლობაში სწორედ მას დააყენებს. მამარდაშვილმა, რომელიც კლუბში 2021 წელს, სარეზერვო გუნდში სათამაშოდ მოვიდა, სწრაფად მოახერხა ხოსე ბორდალასის ნდობის მოპოვება. ქართველმა მწვრთნელისგან შანსი მიიღო და ის ბრწყინვალედ გამოიყენა.

მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში აქამდე 99 მატჩი ჩაატარა, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ბოლო სეზონი მისთვის საუკეთესო იყო „ღამურების“ მაისურით და შედეგად, დღეს მზად არიან კლუბები, მასში 40 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ“, - წერს As-ი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1718481499

ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ფრთხილად იყავით, ბევრ ვერძს ნერვიულობა და სტრესული სიტუაციები ელის. ეცადეთ, კოლეგებთან და საყვარელ ა...

ჰოროსკოპი

1718476826

საზოგადოება

როგორ დაკარგა მეორე შვილი ნანიკო ხაზარაძემ - რას ჰყვება ტელეწამყვანი

 გადაცემა „სთორის“ სტუმარი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. ნანიკომ გარდაცვლილი მამის შესახებ მოჰყვა და საზოგადოებას აქამდე უცნობი დეტალები გაუმხილა, რომელიც მის პირად ურთიერთობას და შვილს ეხება. როგ...

ზოგადი

1718474170

სოციალური მედია

,,საოცარია შეგრძნება იმ პატარა არსებაზე, რომელიც ჯერ არც კი გინახავს“ - ილია თოფურიას მეუღლე

 UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურია მეუღლე, ორსული ჯორჯინა უზკატეგუია სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს საკმაოდ ხშირად აქვეყნებს. ჯორჯინა ორსულადაა და წყვილი პირველ საერთო...

ილია თოფურია

1718470405

ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებო...

სალომე ზურაბიშვილი

1718462164

საზოგადოება

როგორ გავუმკლავდეთ ადიქციას? - ნინუცა კომახიძის რჩევები

ლუდომანია - რა შეიძლება იყოს რისკფაქტორები და როგორ გავუმკლავდეთ ადიქციას? ამის შესახებ გადაცემა „ამ შაბათ-კვირის“ ეთერში, ფსიქოლოგი ნინუცა კომახიძე საუბრობს.  „არ არსებობს კატეგორია ან ფსიქოტიპი ადამ...

საქართველო