მეგობარს გულში შვიდი ტყვია ესროლა - თბილისში 24 წლის ბიჭი მოკლეს

შინაგან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თბი­ლის­ში, 25 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ერთ-ერთს ბრა­ლად ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა ედე­ბა, ხოლო მე­ო­რე ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის­თვის არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 თე­ბერ­ვალს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ კაფე-ბარ­ში თა­ვი­სი­ვე მე­გო­ბარ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მან სხვა პი­რებ­თან ერ­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ა­კი­თხა, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. 

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ს. და 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ზ. და­ა­კა­ვეს.

ჯ.ს.-ს ბრა­ლად ედე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა. ხოლო გ.ზ. ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის­თვის არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ჯ.ს.-ს მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას, ხოლო გ.ზ.-ს ქმე­დე­ბა 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 18 თე­ბერ­ვალს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ჯ.ს.-ს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ კაფე-ბარ­ში შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და მე­გო­ბარ­თან, 1998 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ლ. - სთან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჯ.ს.-მ მას, ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ა­კი­თხა, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დად­გინ­და, რომ სრო­ლის ფაქტს შე­ეს­წრო, ბრალ­დე­ბუ­ლის და მოკ­ლუ­ლის სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გ.ზ.-ც, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვის დროს, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჯ.ს. და გ.ზ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ჯგუ­ფუ­რად, უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ცე­მის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ი" ქვე­პუნ­ქტით, სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტი­თა და სსკ-ის 370-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722025103

ჰოროსკოპი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოულოდნელ პრობლემებს მწყობრიდან გამოჰყავხართ, თუმცა თქვენი ემოციებით მხოლოდ სიტუაციას ამწვავებთ. პრო...

ჰოროსკოპი

1722022677

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 27 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოე...

შუქი დენი

1722020263

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს. მან, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მეორე ნომრად განთესილი ჰოლანდიელიდე იონგი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 4:6, 6:1 დ...

ააა

1722017976

საზოგადოება

„საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის სიმღერა, რომელიც სოცქსელს იპყრობს

მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, აჩიკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სიმღერების საოცარი შესრულება მაყურებელს გაუზიარეს. ვიდეომ სოციალურ ქსელში საზოგადოების თბილი...

თიკა და აჩიკო

1722014786

მსოფლიო

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ზრდასრული კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სამინისტრ...

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა