მიხეილ ყაველაშვილი: სიყალბეზე, რომელსაც ოპოზიცია მუდმივად ავრცელებს, ვინმემ ბოდიში მოიხადა?

ოპოზიციას არჩევანი დაუწუნა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა და პარლამენტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით იხილება, მათ წარსული შეახსენა, ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაზე მიუთითა და ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა.

მიხეილ ყაველაშვილის ბრალდების ადრესატები რომან გოცირიძე, თეონა აქუბარდია, გიორგი გახარიას თანაპარტიელები და გიორგი ვაშაძე აღმოჩნდნენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, როცა რომან გოცირიძემ ცალ და ორ ფეხზე ხტუნვის განმარტება ითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება, როდესაც საუბრობს საქართველოს ინტერესებზე, ხშირად ამბობს, რომ ქვეყანა არ აპირებს სხვისი ინტერესების გასატარებლად ცალ ფეხზე ხტუნვას.

„ცალ ფეხზე ხტუნაობა“ ახსენა გია ბურჯანაძემ, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილე იყო და ბატონო რომან, მან პირდაპირ მიგვითითა - ევროკავშირი რომ გეტყვით ცალ ფეხზე იხტუნავეთ, უნდა იხტუნაოთ ერთი კვირაო.

ახლა თეონა აქუბარდიას მივმართავ - გირგვლიანს რომ ახსენებ, ბოდიში უნდა მოიხადო, იმიტომ, რომ ნაციონალებთან ერთად შემოხვედი პარლამენტში და იმ ძალასთან დგახარ დღეს, ვინც ეს საშინელებები ჩაიდინა.

ასევე შევახსენებ გახარიებს - თქვენ დღეს დგახართ ღალატის პარტიასთან. დღეს თქვენ ხართ გაერთიანებული ნაციონალებთან. გიორგი ვაშაძეს კი ვეტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობაზე ოცდაშვიდმა ელჩმა დემარში მოუწყო ჩვენს იუსტიციის მინისტრს და მთელ მსოფლიოს მოსდეს სიყალბე, რომ კვდება ადამიანი და თუ არ გამოუშვებთ, ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსსო.

მივიღეთ თუ არა? ამ სიყალბეზე, რომელსაც ოპოზიცია მუდმივად ავრცელებს, ვინმემ ბოდიში მოიხადა?“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716294236

საინტერესო ამბები

სოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა - უცნობი ფაქტები გენიალური მსახიობის ცხოვრებაზე

დღეს, 21 მაისს სოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა. იგი უდიდეს არტისტად, სტილის სიმბოლოდ და ბალერინად სიცოცხლეშივე აღიარეს. უცნობი ფაქტები გენიალური მსახიობის ცხოვრებაზე ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ...

სოფიკო ჭიაურელ

1716290749

ახალი ამბები

„2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული“ - კახა კალაძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.  მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა ფ...

პოლიტიკოსეი

1716289202

სოციალური მედია

„მთელი ცხოვრება ხან გუგა მემუქრება სანქციებით და ხან მე ვემუქრები“ - ნინო ნადირაძე

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში სანქციებთან დაკავშირებით იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს.  „მთელი ცხოვრება ხან გუგა მემუქრება სანქციებით და ხან მე ვემუქრები და კი ვართ ასე 31 წელია ხაჭა...

ნინო ნადირაძე

1716288280

სპორტი

„კვარაცხელიამ კონტრაქტის განახლებაზე შეიძლება უარი თქვას“ - იტალიელი ჟურნალისტი

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულების განახლების პროცესი ძალიან გაჭიანურდა და არაა გამორიცხული პრინციპის გამო ქართველმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვას.  „...

იტალია

1716286693

ახალი ამბები

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები დავით კეზერაშვილს ხვდებიან

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ. „კურიერის“ ინფორმაციით, პარტია „ახალის“ ლიდერები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად წავიდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, გვარამია-მელიას კეზერაშვილთან შეხვედრის...

პოლიტიკოსები