მკვლელობა საჩხერეში - კაცმა მეზობლის სახლს ცეცხლი გაუხსნა და მასთან სტუმრად მყოფი ნათესავი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჭ.-ს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, გ.კ-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც გ.კ.-ს მეგობარი - 1979 წელს დაბადებული კ.ლ. იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შედეგად კ.ლ. დაიჭრა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა თ.ჭ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1721028532

ჰოროსკოპი

„მოიშორეთ ყველაფერი რაც გიშლით ხელს... არ დაანგრიოთ სასიყვარულო ურთიერთობები და ოჯახები“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

„მიმდინარე კვირა საინტერესოა, თუმცა გთხოვთ ორშაბათი და სამშაბათი ყურადღებით გაიარეთ, რადგან ცის კაბადონზე შტორმია. მარსი და ურანი ორი ბოროტი პლანეტა უერთდება ერთმანეთს კუროს ზოდიაქოს ნიშანში, რაც ზრდი...

 მიხეილ ცაგარელი

1721025671

საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. „კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდ...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

1721023560

სოციალური მედია

„საქართველოში აღარავინ მოუსმენს ფანოღსა და იაფფასიან ესტრადას... სულ რაღაც100 წელიწადში ყველასათვის შეურაცხმყოფელი იქნება“ – ტარიელ სუარი

მუსიკოსი, ია ფარულავას ყოფილი მეუღლე ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მომავალში მოსახლეობის 20% პროცენტი კლასიკური გიტარაზე იქნება შეყვარებული, 80% კი ფორტეპიანოზე.  „ცოტა...

ტარიელ სუარი

1721020898

საზოგადოება

„ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითოეულ წევრს! ისტორია დაწერილია“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოქროს ბუცის მინიჭებას ულოცავს გიორგი მიქაუტაძეს, ნაკრებს და საქართველოს. „ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითო...

მამუკა მდინარაძე

1720990683

საზოგადოება

ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. ეს, ამ ტურნირზე ერთი ქვეყნის მიერ მოპოვებული რეკორდული რაოდენობის ტიტულია. ესპანეთმა ევროპის ჩემპიონობა ოთხჯერ - 1964, 2008, 2012 და 2024 წ...

ევროპის ჩემპიონი