მოზარდს, რომელსაც კლინიკა დავალიანების გამო არ ატანდა ოჯახს, საქართველოში ჩამოასვენებენ
თურქეთის კლინიკაში, ლეიკემიით გარდაცვლილი 16 წლის მარიამ გოგიაშვილს, რომლის ცხედარიც მეხუთე დღეა 44 000 - დოლარიანი დავალიანების გამო კლინიკის მორგში იყო დასვენებული, საქართველოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სოფიო ჩიკვილაძემ, რომელიც მარიამის დედასთან ერთად ცდილობდა ლეიკემიით გარდაცვლილი მოზარდის საქართველოში გადმოსვენებას, 17 ნოემბერს, „ფეისბუკში“ დაწერა, რომ ოჯახს დაუკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში და მათ დახმარება აღუთქვა:
„მეგობრებო, დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერ-მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი. მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში. გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა“.
მარიამ გოგიაშვილის ოჯახი ხუთი დღის განმავლობაში სთხოვდა საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვლილი მოზარდის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას.
16 წლის მოზარდი სტამბოლში, კლინიკა Medi Statie Hospital-ში 13 ნოემბერს, ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.
თუკი მარიამის გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელის საშუალებით მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხა გროვდებოდა, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკისთვის გადასახდელი დავალიანების დაფარვის გამო დაიწყო საზოგადოებამ თანხის შეგროვება.
1789735625
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში, მე-10 ტერიტორიუ...
1789734285
ახალი ამბებითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ...
1789734056
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ
„თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი...
1789733291
ახალი ამბებისაქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში,...
1789732049
ახალი ამბებიბერლინში „ფეისბუკ“- პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამ...































