„მთავარი დავალება იყო პოლიციელების გაღიზიანება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის დაზიანება“ - შსს 8-9 მაისის აქციებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8-9 მაისის აქციებზე 6 პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება ასაჯაროებს ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, მან კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან მიიღო დავალება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ პოლიციისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა და დაეზიანებინა საპოლიციო ინფრასტრუქტურა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შესახებ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიციამ 8-9 მაისს, ბოლო პერიოდში გამართული აქციების დროს ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე 6 პირი დააკავა.

ექვსივე დაკავებულს პროკურატურის მიერ ბრალი აქვს წარდგენილი და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაასახელებს იმ პირის სახელსა და გვარს, რომლის ჩვენებასაც ახლა გავაცნობთ საზოგადოებას.

დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის
უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას.

დაკავებული აცხადებს, რომ ის, თავისი ნებით მივიდა აღნიშნულ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად მყოფ მამაკაცთან და გამოთქვა მზაობა, თანხის მიღების სანაცვლოდ, შეესრულებინა მათ მიერ მითითებული დავალება.
ბრალდებულის თქმით, მან დავალების მიმცემი პირებისგან მაშინვე მიიღო თანხა, 1200 ლარი.
ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ მთავარი დავალება იყო პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მათი გაღიზიანება, გამოწვევა, სამართალდამცველების ყურადღების მიქცევა და ასევე, სხვადასხვა საპოლიციო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

დაკავებული აღიარებს, რომ მან მიღებული დავალება შეასრულა, რაზედაც მეტყველებს კადრებიც და მან დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილი. მისი განმარტებით, ავტომობილის დაზიანების შემდეგ, მან ძალადობრივი ქმედების ამსახველი ვიდეომასალა ატვირთა, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში,
კონკრეტულად „ინსტაგრამ“-ზე. აღსანიშნავია, რომ ესეც დავალების ნაწილს წარმოადგენდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს თქმით, დაკავებულის თანხმობით აქვეყნებენ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ასახავს ჩვენების ნაწილს, სადაც ბრალდებული ყველაფერს თავად აფიქსირებს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716212694

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.  დე...

ცესკოცესკოცესკო

1716210699

ახალი ამბები

ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.  გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო მოღვაწეობა 1954 წლიდან დაიწ...

გულიკო ჩაფიძე

1716207155

ახალი ამბები

ცნობილია ძმების ვინაობა, რომლებიც ეცერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ძმის ლერი და როლანდ პაკელიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სვანეთინიუსი“ ავრცელებს.  „ავტოსაგზაო შემთხვევას ეცე...

პოლიცია

1716203986

საზოგადოება

„საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო“ - ირაკლი კობახიძე

საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, -...

ირაკლი კობახიძე

1716200294

საზოგადოება

ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ავარიას ძმები ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ადამიანი ემსხვერპლა.  გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც 2 ძმა გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამ...

პოლიცია, ლენტი, პატრული