მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება! არა მონობას, ამავე დროს - მამუკა მდინარაძე

მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარადგენს.

მისივე თქმით, დეპუტატები მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია საქართველოსთვის.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი წელია ჩვენ შემსწრეები ვართ იმ დიდი აფიორის, თითქოს, ეს კანონია რუსული. მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, აქვე, რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, არა, რუსულ კანონს! მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება! არა მონობას, ამავე დროს! და ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714412934

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი - თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ

„გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვე...

ბიძინა ივანიშვილი

1714412742

ახალი ამბები

პრემიერი - დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს, ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობა

„ოქტომბერში გველოდება უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერ...

პოლიტიკოსი

1714412006

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა

„საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან...

ბიძინა ივანიშვილი

1714411630

ახალი ამბები

რატი ბრეგაძე: მინდა, რომ საქართველო იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და დავიკავოთ ჩვენი ადგილი, სადაც ვიქნებით თანასწორნი თანასწორთა შორის

პარლამენტის წინ მიმდინარე საერთო-სახალხო შეკრებაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. „მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იმყოფება და მადლობა გადავუხადო მობრძანები...

რატი ბრეგაძე

1714411579

ახალი ამბები

საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ - ბიძინა ივანიშვილი

„საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტ...

ბიძინა ივანიშვილი