„ნაცმოძრაობის“ ამჩატებული პოლიტიკის შედეგად, დღეს სახეზე გვაქვს 20% ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების“ - ლევან მაჭავარიანი

„ნაცმოძრაობის“ ამჩატებული პოლიტიკის შედეგად, დღეს სახეზე გვაქვს 20% ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების და აქედან, სულ რაღაც 2 თვეში მოხდა სამარცხვინო, მოღალატეობრივი რეზოლუციის მიღება, რომელზედაც ხელი „ნაცმოძრაობის“ წევრებმა მოაწერეს და ესენი ბედავენ, ჩვენ გვეძახონ რუსული საქმის შემსრულებლები“, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა, სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ თუ, რომელი რუსული საქმეები აქვს „ნაცმოძრაობას“ გაკეთებული.

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც რუსული საქმის კეთებაზე თქვენ გველაპარაკებით, ფაქტებით ჩავყვები რომელი რუსული საქმეები აქვს „ნაცმოძრაობას“ გაკეთებული და რას შეიძლება დავარქვათ მოღალატეობრივი საქმეები. დავიწყებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფის ძალიან სახიფათო რუსული კავშირებით. თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილის ბიძა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ყველა პროცესში, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და რომელიც ძალიან აქტიურად დღესაც ატარებს შეხვედრებს ემიგრანტებთან „ნაცმოძრაობის“ სახელით. თემურ ალასანია გახლდათ „კაკებეს“ პოლკოვნიკი.

გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, მუშაობდა საბჭოთა კავშირის ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში, მოდი კარგად დავფიქრდეთ, როგორი პოზიცია არის ეს?

კობა ნაყოფია, რომელიც იკავებდა „ნაცმოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის პოზიციას, გახლდათ დსთ-ს ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი. სხვათა შორის ბატონ კობას დღესაც აქვს რუსული პასპორტი“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, დაკარგული ტერიტორიების შემდეგ, სულ რაღაც 2 თვეში მოხდა მოღალატეობრივი რეზოლუციის მიღება, რომელზედაც „ნაცმოძრაობის“ წევრებმა მოაწერეს ხელი.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რიგ საკითხებზე, მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ „ნაცმოძრაობის“ ამჩატებული პოლიტიკის შედეგად, დღეს სახეზე გვაქვს 20% ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების.

ხალხს გავახსენებ კოდორის ხეობის და ახალგორის სტატუსის შეცვლის ამბავს. კოდორის ხეობას მიენიჭა ზემო აფხაზეთის სტატუსი. მე მგონი ძალიან გასაკვირია ხომ, რა შუაშია კოდორის ხეობა და ზემო აფხაზეთი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორიები აბსოლუტურად უმტკივნეულოდ, სიცილ-კისკისში გადაებარებინათ რუსებისთვის და სხვათა შორის, გენერალი ყურაშვილი, რომელიც დღეს, თუ არ ვცდები, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრია, ერთ-ერთ ინტერვიუში ამას უწოდებს ღალატს - ის, რომ ჩვენ კოდორი გადავაბარეთ ტყვიის გასროლის გარეშეო, ეს იყო ცალსახა ღალატიო. ყველას გეკითხებით, არის თუ არა ეს რუსული საქმე?

სამარცხვინოდ, სიმჩატით შესულ ომში და დაკარგული ტერიტორიების შემდეგ, სულ რაღაც 2 თვეში მოხდა სამარცხვინო, მოღალატეობრივი რეზოლუციის მიღება.

მინდა მოკლედ წავიკითხო რეზოლუციიდან ამონაწერი, რომელზედაც „ნაცმოძრაობის“ წევრებს აქვთ ხელი მოწერილი და ხალხმა განსაჯოს არის თუ არა ეს ღალატი და არის თუ არა ეს რუსული საქმე. „მე-5 მული, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ  კერძოდ, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიის და კასეტური ბომბების  გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, აი ამაზე აქვს „ნაცმოძრაობის“ გუნდს ხელი მოწერილი და ესენი ბედავენ დღეს ჩვენ გვეძახონ რუსული საქმის შემსრულებლები. სამარცხვინოა, მაგრამ ხალხი კიდევ ერთხელ გამოიტანს განაჩენს ოქტომბრის არჩევნებზე“, - აცხადებს მაჭავარიანი.

დეპუტატის თქმით, ეს ხელისუფლება საქართველოს თავისი ღირსებით, კულტურით და იდენტობით ევროპის დიდ ოჯახში შეიყვანს.

„როგორც ჩვენ შევძელით კანდიდატის სტატუსის მოპოვება ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერები კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდნენ ხელის შესაშლელად და „ენჯეოები“ საშინელ დასკვნებს აგზავნიდნენ, აი ზუსტად ეგრე შევიყვანთ ჩვენი ხელისუფლება დამოუკიდებლად საქართველოს თავისი ღირსებით, კულტურით და იდენტობით ევროპის დიდ ოჯახში“, - აცხადებს მაჭავარიანი.

დეპუტატი, ასევე, შეეხო „სტრატეგიული ობიექტების“ გადაფორმების თემას.

მისი თქმით, ისკანდერის ნაწილები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამალა.

„ისკანდერის ნაწილების დამალვას შევეხები, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს დაედგინა ვინ დაიწყო ომი - ეს შეეხება კასეტურ დაბომბვას. ეს ნაწილები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რატომღაც გადამალა. არის თუ არა ეს რუსული საქმე? და როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ ეს ყველაფერი მოგვეძიებინა და სტრასბურგის სასამართლოში რუსეთს პროცესი მოვუგეთ, სადაც რუსეთს დავარქვით ოკუპანტი და სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს, რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“, - დასძენს ლევან მაჭავარიანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715938140

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ქობულეთში - ფერდობის ჩამოშლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის სოფელ კვიროკეში უბედური შემთხვევა მოხდა.არსებული ცნობით, ფერდობის ჩამოშლას 50 წლამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სანიაღვრე პროექტზე იყო დასაქმებული, სამუშაო...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1715937869

ახალი ამბები

,,პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია, ყველა ვუჭერთ ამას მხარს, მაგრამ ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში” - ეპისკოპოსი გიორგი

 საქართველოს კონსტიტუციაში ქართველმა ერმა განსაზღვრა და დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია. ეს გასაგებია, ამას მივესალმებით, ეკლესია ვიძახით, რომ საზოგადოების ამ კო...

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი:

1715937547

ახალი ამბები

საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებ...

მზიანი ამინდი

1715890404

ჰოროსკოპი

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?   ვერძი მთელ დღეს ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობთ, მაგრამ არაფერი გამოგდით. ვარსკვლავები გირჩევენ, მითითებ...

ააა

1715889835

საზოგადოება

შუქი 7 რაიონს გაეთიშება - გადაამოწმეთ მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:  ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის  მიმდება...

შუქი დენი