ოპოზიციონერი დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს - „სრულიად მიუღებელია დუმილი და უმოქმედობა, ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის საკითხზე“
საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ღია წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტის შვიდი ოპოზიციური პარტიის წევრი. დეპუტატები წერენ, რომ სრულიად მიუღებელია დუმილი და უმოქმედობა, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე აჩვენებს.
"ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ტერიტორია რუსეთის მფლობელობაში გადადის, ხელი მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა.
დღეის მდგომარეობით, ე.წ. შეთანხმების განხილვა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მიმდინარეობს. აღნიშნული ე.წ. შეთანხმების პროექტით ბიჭვინთის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.
საქართველოს პარლამენტმა, ჯერ კიდევ 2015 წელს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. რუსეთის ფედერაციამ, აფხაზეთში ფაქტობრივი ანექსია გასულ წელსაც განახორციელა, როდესაც გაგრის რაიონის სოფელი აიბღა, კრასნოდარის ოლქს მიუერთა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა, 2021 წლის 2 აგვისტოს მიიღო რეზოლუცია, „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“, სადაც რუსეთის ქმედებები ანექსიად, ხოლო, გაგრის რაიონის სოფელი აიბღას, კრასნოდარის ოლქისთვის მიერთება საერთაშორისო სამართლის კუთხით მიუღებლად და უკანონოდ იქნა მიჩნეული. ამავე რეზოლუციაში დაფიქსირდა, ანექსიის პროცესის საწინააღმდეგო ერთიანი პოზიციის გაჟღერების მოწოდება,
საერთაშორისო პარტნიორებისადმი.
ამასთან, 2021 წლის 2 აგვისტოს რეზოლუციაში, „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ გაჟღერდა მოწოდება მთავრობისადმი, რათა შემუშავებულ ყოფილიყო დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ინკლუზიური პოლიტიკა, ისევე, როგორც ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა.ყოველივე ზემოაღნიშნულისა და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ის დუმილი და უმოქმედობა, რასაც თქვენი უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს, ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ე.წ ხელშეკრულებას ცალსახა ანექსიად შეაფასებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადების გაკეთება, პირდაპირი კავშირშია სახელმწიფოს დეოკუპაციის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესთან და საპარლამენტო რეზოლუციასთან მიმართებაში, ისევე, როგორც მოწოდება და მუშაობა დასავლელ პარტნიორ ქვეყნებთან".
წერილს ხელს აწერენ:
ლევან იოსელიანითეონა აქუბარდიაანა ბუჩუკურითამარ კორძაიაალეკო ელისაშვილიხათუნა სამნიძევახტანგ მეგრელიშვილი
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...
1793981305
მსოფლიოცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა
ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და „დემოკრატიული“ პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა. ინფორმაციას Nexta ავრცელებს. ნავთობმაგნატის ჯონ დ. როკფელერის შვილთაშვილი 89 წლის ასაკში...
1793979272
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგა...































