პრემიერის დავალებით საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.

ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.

ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.

დღესვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.

მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1700-ს გადააჭარბა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769970671

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ფასების რეგულირებაზე: გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს, ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე

გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს, ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველა...

მიხეილ სარჯველაძე

1769969346

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ბიზნესმა განაგრძოს ზრდა და განვითარება, თუმცა სახელმწიფომ უნდა დაიცვას სწორი ბალანსი მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესებს შორის

ჩვენი მხრიდან მოხდა დაახლოებით 9 ფაქტორის იდენტიფიცირება, რომელიც ახდენს ფასის გაძვირებაზე პირდაპირ ეფექტს. ჩვენ ძალიან გულწრფელად და პირდაპირ წარვუდგინეთ ამ კვლევის შედეგები კერძო სექტორის წარმომადგე...

მარიამ ქვრივიშვილი

1769967692

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: კარგი იქნება, მიხაელ გალერს თუ გააგებინებენ, რომ რუსული ნარატივი აღარ მუშაობს, გაცვდა მისი ლექსიკა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უპატივცემულებაა, ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიხაელ გალერი უპატივცემულობას გამოხატავს. მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა მიხაელ...

ლევან მაჭავარიანი

1769967190

საზოგადოება

პრემიერი: მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია, ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის

მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. როგორც მ...

ირაკლი კობახიძე

1769966581

საზოგადოება

იაგო ხვიჩია: პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე

პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე, - განაცხადა გადა...

იაგო ხვიჩია