ქარელში სახლის სარდაფში 138 გველი ნახეს

ქარელში, 138 გველი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 17 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს წითელმუცელა მცურავების (Dolichophis schmidti) გამოსაზამთრებელი ადგილი აღმოაჩინეს.

კერძო მესაკუთრის დახმარებით ადგილზე ჩავიდნენ ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი ("ორკინი - საქართველოს" ველური ბუნების მენეჯერი) და ილიაუნის მკვლევრები და სტუდენტები: გიორგი იანქოშვილი, იოანე როსტიაშვილი, ანდრო სოლომანაშვილი, ალისა სანაკოევა და მარი წულაია. სამუშაოების დროს ამოიყვანეს 136 წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), 1 წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum) და 1 წყლის ანკარა (Natrix tessellata).

მკვლევრებმა სარდაფში გაზომეს ტემპერატურა, ტენიანობა და შემდეგ გველები მსგავს გარემოში, ერთ-ერთის აგარაკზე, უსაფრთხოდ გამოსაზამთრებლად გადაიყვანეს.

,,ამდენი და მეტი გველიც ბინადრობს და სულ ბინადრობდა ჩვენ გარშემო, რაც ბუნებისთვის და ეკოსისტემისთვის აუცილებელია. თუმცა ასე, ერთ სივრცეში ამდენი ინდივიდის ნახვა ძალიან იშვიათია, იმიტომ კი არა, რომ გველები ცოტანი არიან, არამედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გაგვირბიან და იმალებიან“, - ამბობს ,,რადიო თავისუფლებასთან“ გიორგი იანქოშვილი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722025103

ჰოროსკოპი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოულოდნელ პრობლემებს მწყობრიდან გამოჰყავხართ, თუმცა თქვენი ემოციებით მხოლოდ სიტუაციას ამწვავებთ. პრო...

ჰოროსკოპი

1722022677

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 27 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოე...

შუქი დენი

1722020263

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს. მან, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მეორე ნომრად განთესილი ჰოლანდიელიდე იონგი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 4:6, 6:1 დ...

ააა

1722017976

საზოგადოება

„საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის სიმღერა, რომელიც სოცქსელს იპყრობს

მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, აჩიკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სიმღერების საოცარი შესრულება მაყურებელს გაუზიარეს. ვიდეომ სოციალურ ქსელში საზოგადოების თბილი...

თიკა და აჩიკო

1722014786

მსოფლიო

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ზრდასრული კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სამინისტრ...

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა