“რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო? თქვენ დედა გყავდათ?” - მარი ნანა მახარაძე

9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული, გოგონა იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოდან, მარი ნანა მახარაძე, ვლადიმერ პუტინის მისამართით, ღია წერილს აქვეყნებს, რომელიც რუსეთის კიდევ ერთ ბოროტებას, ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელწიფოებად აღიარებას ეხება:

"რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო ?
 -,,აუცილებლად მიმაჩნია, დიდხანს მომწიფებული გადაწყვეტილება მივიღო: დაუყოვნებლივ ვაღიარო დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
ვთხოვ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას, მხარი დაუჭიროს ამ გადაყწვეტილებას და ორივე „რესპუბლიკასთან“ მეგობრობასა და ურთიერთდახმარებაზე შეთანხმებების რატიფიცირებას”, – განაცხადა პუტინმა...

რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო?თქვენ დედა გყავდათ? იცით რა არის სიყვარული? ოდესმე  შეგშინებიათ საკუთარი შვილის სიცოცხლის გამო?ალბათ არასოდეს გექნებათ იმის ბედნიერება,დადგეთ საკუთარი ქვეყნის  დასაცავად დაღუპული გმირების დედების გვერდით, ვერ გაბედავთ,რადგან მუდმივი ოკუპანტი ხართ. ვერასოდეს იგრძნობთ იმ სიამაყეს, რასაც თვალებჩამქრალი მამები გრძნობენ, საკუთარი შვილების ,,გმირთა მემორიალთან,,.ვერასოდეს გაიგებთ რიგითი ჯარისკაცის ყველაზე სანუკვარ ნატვრას- იყოს მშვიდობა...რა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო,როცა ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ყოველ დღე ნაბიჯ-ნაბიჯ მაგლიჯავ მიწას. იმ მიწაში კი ჩემი ქვეყნის იმდენი გმირი წევს,ერთხელაც გაიხსნება და შიგ ჩაგიტანთ...არ გენატრებათ მშვიდობა?ვერ გაიზარდეთ დიდი ბიჭი? ისევ ომობანას თამაშობთ? არც ევროპის და ამერიკის ,,შეშფოთება,, გაწუხებთ ალბათ...არც მამაზეციერის გერიდებათ,რადგან ის,საკუთარი თავი გგონიათ...მაშინ ყველაზე ტრივიალურ რამეს გეტყვით: ყველაფერს ააქვს დასასრული , და ადრე თუ გვიან საბედნიეროდ ეს თქვენთვისაც  მოხდება.ჩემი მხარდაჭერა უკრაინას და უკრაინელ ხალხს!"#რუსეთიოკუპანტია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791736485

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა

„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...

შალვა პაპუაშვილი

1791733324

ახალი ამბები

პრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა

 „საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...

ირაკლი კობახიძე

1791731307

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...

გურამ მაჭარაშვილი

1791729248

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...

ძიუდოისტთა ნაკრები

1791728970

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...

საქართველოს პრეზიდენტი