"როცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა - უკრაინელია" - მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე
გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა - მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„ვიღაცები, სხვა ქვეყანაში რომ ცხოვრობენ, თუნდაც თანამდებობებზე არიან და ჭკუას გვასწავლიან ვითომ. ჭკუა მათ უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ ის, რასაც აკეთებენ, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა. დღევანდელ სიტუაციაში ქართველი ხალხის იგნორირება არ შეიძლება. კონკრეტულ ლიდერებს კი არ უნდა დაუჭირონ მხარი, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ. შაჰ-აბასზე და თემურ-ლენგზე ტყუილად არ ვლაპარაკობდი... შენ რა იცი, უცხოელმა, ჩემს ისტორიაში ვინ არის კარგის გამკეთებელი? რომ მეუბნები, რომ ვიღაც დემოკრატიის შუქურაა, შენთვის შეიძლება იყოს, ჩემთვის კი, იქნებ, გავა წლები და შეიძლება მათ რიგებში ჩავაყენოთ... გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა - მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი. ხომ ხედავს, როგორია ხალხის რისხვა, გამოსულიყო და ეთქვა - მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა, ჩემი ბრალია... ხომ სხვანაირად შევხედავდით? როცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა - უკრაინელია... ნუ გამოეშვათ თავიანთი ქვეყნის საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს და ეს ამბები არ იქნებოდა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"დავიღალე, რამდენი წელია" - თამარ ივერი საქართველოდან მიდის და აშშ-ში იცხოვრებს
🔵 VIDEO:ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა
1794152313
საზოგადოებასაქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას
საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...
1794151114
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...
1794148500
საზოგადოებაგენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას
საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...
1794145684
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია
„ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამ...
1794142945
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ყა...


























