RSF ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და ითხოვს განაჩენის გადახედვას, რომელიც მათი განცხადებით, მიზნად ისახავს კრიტიკული ჟურნალისტების დაშინებას

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“(RSF) " "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება.

RSF-ის განცხადების თანახმად, ეს არის საქართველოში ოპოზიციური მედიასაშუალების ხელმძღვანელის დაპატიმრების პირველი შემთხვევა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ განაჩენის გადახედავს, რომელიც, მათივე შეფასებით, მიზნად ისახავს კრიტიკული ჟურნალისტების დაშინებას.

"ოპოზიციური მედიის, "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას 3,5 წელი მიესაჯა "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა" და "რუსთავი 2"-ის ფინანსური ინტერესების დაზიანებისთვის, რომელსაც მანამდე ხელმძღვანელობდა.

RSF ითხოვს განაჩენის გადახედვას, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ჟურნალისტების დაშინებას",  - ნათქვამია განცხადებაში.

16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორი იყო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍„ყველა თემაზე სადაც მინდოდა მეგრძნო რომ დამატებითი ძალა მაქვს, (მყავს) იწყებოდა ნიკა, ნიკა, ნიკა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

📍საბერძნეთმა ეროვნულ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების ფრენის აკრძალვა გაახანგრძლივა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794047820

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...

ზაალ მიქელაძე

1794045749

ახალი ამბები

გივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...

გივი მიქანაძე

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი