საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია
"ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია", - ამის შესახებ ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლოკოკინების წარმოების განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი განხორციელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჯამში, ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 824,000 ლარზე მეტი შეადგინა“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
გარდა ამისა, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია საქართველოდან ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2021 წელს, სხვადასხვა ბაზარზე 173 ტონა თაფლი გავიდა, მათ შორის 143 ტონა ევროპის ქვეყნებშია ექსპორტირებული.
ექსპორტირებული თაფლის ღირებულებამ, ჯამურად, 657 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ღირებულების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 436%-ია, მოცულობის კი, 696%-ი.
სხვა სიახლეები:
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...
1793477939
საზოგადოებალევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...
1793476610
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...
1793472591
საზოგადოებალევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...



























