საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 65 100 000 ლარად გაიყიდა

თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

"მაუწყებლის კუთვნილი ქონება, ფასით 65 000 000 ლარი, აუქციონზე სარეალიზაციოდ პირველ სექტემბერს იყო გამოტანილი (საკადასტრო კოდი:01.14.14.009.052).

გარიგების შეთავაზება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით მოხდა, ინფორმაცია განთავსებული იყო ელექტრონულ მისამართზე.

აუქციონზე გამოტანილი იყო 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე ჰქონდათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება.

მშენებლობა დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და სრულდება 2023 წლის დეკემბერში",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "გოგო ვნახეთ ორი შვილით, პირდაპირ ტროტუარზე მოუწევთ ძილი - ზამთარს კი არა რამდენიმე დღესაც ვერ გაუძლებენ" - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას, მარტოხელა დედის დასახმარებლად მიმართავს  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714123357

საზოგადოება

გიორგი ჩიხელიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა 23 წლის გიორგი ჩიხელიძემ – ქართველმა პირველ წრეში...

გიორგი ჩიხელიძე

1714075598

ახალი ამბები

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურშიწყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 20:00-დან 26/...

წყალი

1714075104

ახალი ამბები

„რუსთაველზე შეკრებილებმა ხელოვნურად გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი“ - სამართალდამცავი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ამას, სამართალდამცველების მხრიდან მოჰყვა გაფრთხილება - გაეთავისუფლებინათ გზის...

 სამართალდამცავი

1714074943

ახალი ამბები

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო“- თეა წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო და ეს ვთქვა ამაყად“, - ამის შე...

მინისტრი

1714073677

ჰოროსკოპი

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ხელსაყრელი დღეა ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. მეგობრებისგან საინტე...

ჰოროსკოპი