„შემიძლია, დღეს „დაგასპოილეროთ“ და გითხრათ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“ - კახა კალაძე

„შემიძლია, დღეს დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, როდესაც ამისი დრო მოვა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ისაუბრა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა, „გაფარჩაკებული“ და „დაჩმორებული“, არამედ - ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე და ეს მინდა იცოდეს ყველამ. საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, საქართველო არასოდეს გახდება ვინმეს ვასალი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა აქციის მონაწილე ახალგაზრდები გარედან მართული, კახა კალაძემ უპასუხა, რომ საპროტესტო აქციას მართავენ რადიკალური დაჯგუფებები და კონკრეტული პირები.

„არის რადიკალების დაჯგუფება, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც კეზერაშვილის სიძე, ვინმე ჩიქოვანი, ასევე, „ფრანკლინის კლუბი“ და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს, რომელიც უცხო ძალებისგან ფინანსდება და ზუსტად ყველაფერი კეთდება იმისთვის - უკვე მეორე მოსმენით არის კანონი მიღებული, რომ გამოაშკარავდეს, ვინ საიდან ფინანსდება, რა მიზნით, ეს ყველაფერი უნდა იყოს დეკლარირებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715874781

საზოგადოება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

 დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიულიპარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ დაძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის.კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოსტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა დაკეთილდ...

გგჰ

1715874640

ახალი ამბები

,,თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა” - პრემიერი

 თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვისნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორშეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოსპ...

ირაკლი კობახიძე

1715867911

საზოგადოება

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან...

ზოგადი

1715866727

საქართველო

„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...

მამუკა მდინარაძე

1715865642

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა