„შსს აქციის თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში“ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიმართავს.
„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.
საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან
საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდეს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.
კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
1716277881
სოციალური მედიაზურა ბერიკაშვილის დისშვილი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე, სოციალურ ქსელში ბიძასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ზურას მდგომარეობა არ იცვლება. როგორც ანო ამბობს, მსახიობს თვალები გახელილი...
1716277401
ახალი ამბები„ბანანით დატვირთულ კონტეინერში 52 კგ-მდე კოკაინი იყო მოთავსებული“ - შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ჯამში 77 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გამოავლინეს, რომლის ფარგლებშიც, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირი დააკა...
1716274164
სოციალური მედია„ყველას ვულოცავ სკოლის დამთავრებას“ - მაკა შალიკაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
მსახიობ მაკა შალიკაშვილის შვილმა სკოლა დაამთავრა. ინფორმაციას მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. „გილოცავთ! ლამაზი და წარმატებული ცხოვრება შენს თინანო...
1716272174
სოციალური მედია„ძვირფასო ტროლებო! არა ბიჭოს, თქვენ დაგანახვებთ თავს დაბერებულს, მოუვლელს და დარდისგან დაცემულს“ - მაია ასათიანი
ჟურნალისტი მაია ასათიანი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მიმართვას აქვეყნებს და ე.წ ტროლებს მიმართავს. როგორც იგი ამბობს, მას სწერენ, რომ „მახინჯი ბებერია“. „ტროლების ახალი შემოტევა მაქვს, ძირითადი მესი...
1716270354
ომი უკრაინაში„ყველა მიეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები იხოცებიან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სურდა, რომ მისი პარტნიორები უფრო უშუალოდ ყოფილიყვნენ ომში ჩართული, თუმცა ესმის, რომ ისინი რუსეთის ანტაგონიზებას სიფრთხილით ეკიდებოდნენ. როგორც ზელენსკი...