სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დღეს ყველას აქვს, მაგრამ როდესაც განზრახვა გაქვს დაწვა ცოცხალი ადამიანი, ეს ძალიან მძიმეა - კახა კალაძე

გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ცოცხალი ადამიანის დაწვის განზრახვა ძალიან მძიმეა.

„ევროპული მომავალი ხომ გვინდა ყველას და გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აქვს ნებისმიერ ადამიანს და ეს შეიძლება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით - მათ შორის შეიძლება გავიდეს მიტინგზე. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, მაგრამ როდესაც შენ „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, დაწვა ცოცხალი ადამიანი, არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722022677

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 27 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოე...

შუქი დენი

1722020263

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს. მან, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მეორე ნომრად განთესილი ჰოლანდიელიდე იონგი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 4:6, 6:1 დ...

ააა

1722017976

საზოგადოება

„საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის სიმღერა, რომელიც სოცქსელს იპყრობს

მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, აჩიკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სიმღერების საოცარი შესრულება მაყურებელს გაუზიარეს. ვიდეომ სოციალურ ქსელში საზოგადოების თბილი...

თიკა და აჩიკო

1722014786

მსოფლიო

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ზრდასრული კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სამინისტრ...

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

1722012296

საინტერესო ამბები

მეუფე შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში პროექტში „საზღვრებს მიღმა“ მონაწილე მოზარდები მიიღო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში პროექტის „საზღვრებს მიღმა“ მონაწილე მოზარდები მიიღო.  საპატრიარქოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილ...

საპატრიარქო რეზიდენცია