„უკვე მესამე მცდელობაა რევოლუციის, ქართველებმა ჭკუა ვისწავლეთ, ვერავინ მოესწრება მაგას“ - მეუფე იაკობი

ჩვენ ძლიერი ერი ვართ და მინდა, ყველამ იცოდეს, ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვერავინ დაგვაჩოქებს, ჩვენ ერთადერთი უფალს ვადიდებთ და უფალს დავუჩოქებთ, მე ყველა იმ ქართველს დავლოცავ, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი დიდი წინაპრის დანატოვარი სამი სიტყვა – მამული, ენა, სარწმუნოება, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, ქვეყანაში უკვე მესამედ არის რევოლუციის მცდელობა და ამას აღარავინ დაუშვებს.

„ჩემი გამჩერებელი ღმერთის გარდა არავინ არის, არავის აზრს არ გავითვალისწინებ, როცა ჩემს ღმერთს ეხება საკითხი. მინდა, ევროპარლამენტზეც ვთქვა. მესამე მცდელობაა უკვე რევოლუციის და ვერავინ მოესწრება მაგას. ჩვენ, ქართველებმა ჭკუა ვისწავლეთ უკვე და აღარავის გავაკეთებინებთ ასეთ რამეს. გამოდიან და იძახიან, არა რუსულ კანონსო. ვის უნდა რუსული კანონი? არც ფრანგული კანონი მინდა და არც სხვა ქვეყნების. მინდა, ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა. რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია? უნდა მოხდეს, რომ ფაქტობრივად ისევ რუსეთს გადაგვცეს, კიდევ ერთხელ გაგვყიდეს, ისევე როგორც 22-ში, ისევე როგორც მანამდე“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715546829

ჰოროსკოპი

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს არცთუ ისე საინტერესოა საუბრები დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა საეჭვოა, მათი თავიდან აცილება შეძლოთ...

იანავრი

1715543161

საზოგადოება

გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გიორგი მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და თანაც ბრწყინვალედ, ლა ლიგაში „ვალენსიას“ „რაიო ვალეკანოსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (0:0) და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახ...

იტალია

1715540360

საზოგადოება

ქუჩების ჩამონათვალი, სად შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.  ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმ...

შუქის შეზღუდვა

1715537227

ახალი ამბები

ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, მთელ რ...

რატი ბრეგაძე

1715532145

ახალი ამბები

„თბილისის მეტრო მუშაობას და მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს “ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა, - ამის შესახებ თბილისი სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც დედაქალაქის მერიის პრესსა...

ზოგადი