"ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერი დინამიკაშია და ახალი ნაპრალებიც გაჩნდა" - რას აცხადებენ თბილისის მერიაში
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერი დინამიკაშია და ახალი ნაპრალებიც გაჩნდა.
ამის შესახებ გოდოლაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
"ეს მეწყერი სულ აქტიური იყო, უბრალოდ ვერ შეაკავეს.
ეს დაძრული სისტემაა და დაძრული სისტემის შეკავება ძალიან სერიოზული საკითხია და ამას დილეტანტები არ უნდა აკეთებდნენ.
რაც შეეხება ამხელა მასის დინამიკას, მასა დინამიკაშია.
არის ძველი ნაპრალები, ასევე ახლებიც არის დამატებული.
დინამიკაში მოსული მეწყერია, ბეტონის ინექციებმა არ უშველა.
იმედი მქონდა, რომ გამაგრებითი სამუშაოები ამ პროცესს დროებითი შეაკავებდა, როგორც ჩანს, ვერ აკავებს",- აღნიშნავს თეა გოდოლაძე.
ცნობისთვის, ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა.
ვაშლიჯვარში არსებულ ვითარებას წერილობით გამოეხმაურნენ თბილისის მერიაში.
"ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში ახალი ნაპრალები არ შეინიშნება, არსებობს ძველი ნაპრალები, რომელიც თიხით იყო შევსებული, თოვლის და წვიმის ზემოქმედებით თიხისგან გადაირეცხა, რაც ბუნებრივი პროცესია და საჭიროებს პერიოდულ შევსებას.
მეწყრული ფერდი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებას არ განიცდის", - აღნიშნავენ მერიაში.
სხვა სიახლეები:
1791406469
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას
სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის...
1791405679
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული, ასეთი მცდელობები ისევ არის
ევროპარლამენტში იწყებოდა ხოლმე ხმაური საქართველოსთან დაკავშირებით - არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. ასეთი მცდელობები ისევ არის, რომ ევროპარლამენტი...
1791403905
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიჰბაძავენ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე პირველი შეხვედრა შ...
1791401340
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: მინდა, ვიქონიო იმედი, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც წყვეტენ ამ საკითხებს, არ იქნებიან ისეთივე ხისტები და არასამართლიანები, როგორიც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები არიან
თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი იმედოვნებს, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის საკითხს წყვეტენ, არ...
1791399288
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც წყლის გზის ზედაპირზე გამოსვლა გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეხმაურება მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც...

























