„ყველას გპირდებით, ჩვენი სახელმწიფო იქნება დამოუკიდებელი და სწორედ ჩვენი სუვერენიტეტით, ღირსებითა და იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი“ - ლევან მაჭავარიანი

„ყველას გპირდებით, ჩვენი სახელმწიფო იქნება დამოუკიდებელი და სუვერენული და სწორედ ჩვენი სუვერენიტეტით, ღირსებით და იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა.

მისი თქმით, მიზეზი იმისა, რომ აშშ ბუნდოვან სანქციებს აწესებს დეპუტატების მიმართ, არის „გამჭვირვალობის კანონი.

„ძალიან მოკლედ მინდა შეგახსენოთ, თუ რა გლობალური გამოწვევების და საფრთხეების წინაშე დგას დღეს მსოფლიო. ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში, გააქტიურებული წვრთნები ტაივანის რეგიონის გარშემო, ამერიკის და რიგი ევროპელი ქვეყნების მოწოდება უკრაინისადმი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით, პენტაგონის თქმით, რუსეთმა ორბიტაზე გაუშვა კოსმოსური იარაღი, რომლითაც შეიძლება ყველა ტიპის თანამგზავრის განადგურება, რუსეთმა რაკეტებით აღჭურვილი ხომალდები კუბაზე გაგზავნა, საეჭვო გარემოებაში დაღუპული ირანის პრეზიდენტი, ტერაქტი სლოვაკეთის პრემიერზე, თავდასხმა დანიის პრემიერზე. ეს არის მოკლე ჩამონათვალი.

მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხე არის, რომელზეც ძალიან გავლენიანი ექსპერტები საუბრობენ. ღმერთმა დაგვიფაროს, თუ ასეთი რამე მოხდა ეს იქნება ბირთვული ომი. ამ ყველაფრის ფონზე საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას.

ამასობაში, როდესაც ასეთი გამოწვევებია, აშშ-ს სცალია ჩვენთვის და ბუნდოვან სავიზო სანქციებს აწესებენ რიგი  დეპუტატების წინააღმდეგ. თუმცა, აქაც გასაკვირი არაფერია, ვხედავთ, როგორ უწესებენ ისინი სანქციებს ჰააგის მოსამართლეებს და პროკურორებს. თქვეს რომ ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ დემოკრატიის უკუსვლაა საქართველოში. თუმცა რეალური მიზეზი ვიცით, ეს არის  „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ამერიკაში მოქმედებს გაცილებით მკაცრი ფორმებით.

მმართველობის დღევანდელი სისტემა ადამიანის თავისუფლების და ღირსების იდეას ეფუძნება. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება. ამის დასტურად, „ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.

2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგრძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. კრიტერიუმები: ადამიანის თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი ბიზნესი და უსაფრთხოება.

ამხელა ისტერია რეალურად მხოლოდ იმიტომაა შექმნილი, რომ ვდგამთ რეალურ ნაბიჯებს მეტი დამოუკიდებლობისკენ და სუვერენიტეტის გამყარებისკენ. ეს საქართველოს გარდა არავის აწყობს, არც ჩრდილოეთს, არც სამხრეთ, არც დასავლეთ და არც აღმოსავლეთს, ეს მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესშია, რასაც ჩვენ ვემსახურებით.

ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ. ყველას გპირდებით, რომ ჩვენი სახელმწიფო იქნება დამოუკიდებელი და სუვერენული და სწორედ ჩვენი სუვერენიტეტით, ღირსებით და იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722025103

ჰოროსკოპი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოულოდნელ პრობლემებს მწყობრიდან გამოჰყავხართ, თუმცა თქვენი ემოციებით მხოლოდ სიტუაციას ამწვავებთ. პრო...

ჰოროსკოპი

1722022677

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 27 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოე...

შუქი დენი

1722020263

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს. მან, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მეორე ნომრად განთესილი ჰოლანდიელიდე იონგი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 4:6, 6:1 დ...

ააა

1722017976

საზოგადოება

„საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის სიმღერა, რომელიც სოცქსელს იპყრობს

მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, აჩიკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სიმღერების საოცარი შესრულება მაყურებელს გაუზიარეს. ვიდეომ სოციალურ ქსელში საზოგადოების თბილი...

თიკა და აჩიკო

1722014786

მსოფლიო

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ზრდასრული კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სამინისტრ...

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა