ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე დამატებითი ჯარიმები შემოდის - გაიგეთ დეტალები

ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დამატებითი ჯარიმები შემოდის. კანონის პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით ხოლო, იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.

იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ხოლო იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა - პროკურატურა დოროყაშვილის დაკითხვას ითხოვს

🔵მუხიანში, პენსიონერი, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს - მკვლელობის რა მოტივები სახელდება მიზეზად?  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713991069

საზოგადოება

25 აპრილს შუქი მთელი დღით გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: ნაძალადევის რაიონ...

შუქი დენი

1713989425

სპორტი

თუ ამას არ აკეთებ, ქათამი ხარ, ერთადერთი, რის გამოც ის ჩემთვის საინტერესოა, ქამარია - თოფურია ჰოლოუეისთან ჩხუბზე

,,ჰოლოუეის მეტოქედ განვიხილავ მხოლოდ ერთი რაღაცის გამო და ეს BMF-ის ქამარია, რაც მას აქტუალურს ხდის, არ არსებობს სხვა მიზეზი, რის გამოც ის ჩემთან სატიტულო ბრძოლას იმსახურებს", - ამის შესახებ UFC-ის პი...

მებრძოლი ილია თოფურია

1713987644

საზოგადოება

„როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკე, ისეთი ადამიანები მესროდნენ ქვას, ვისაც იგივე გავლილი აქვს“ – რუსუდან მუმლაძე

მომღერალი რუსუდან მუმლაძე გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. „როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკე, ისეთი ადამიანები მესროდნენ ქვას, ვისაც იგივე გავლილი აქვს ან...

რუსუდან მუმლაძე

1713984564

საზოგადოება

ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. გ...

ააა

1713982219

სოციალური მედია

ბექა ჩხაიძე ლაზარე გრიგორიადისზე: ტენდერი და მუსიკაო - ნაცების დროს ცოცხლად ატყავებდნენ ბიჭებს და ეს რაზე წუწუნებს

,,ტენდერიო ბიჭოო და მუსიკაო - ნაცების დროს ატყავებდნენ ბიჭებს ცოცხლად და ეს რაზე წუწუნებს" - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ბექა ჩხაიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ ოჯახურ ძალადობასა და პოლიციე...

ბექა ჩხაიძე