საქართველოს ფოსტა პროექტის „1000 კომპიუტერი – 1000 მრავალშვილიან ოჯახს“ მხარდამჭერია

25 დეკემბერს საქართველოს ფოსტას, საზოგადოებრივ პლატფორმას „სექტორი 3“ და სამოქალაქო მოძრაობას „შენმოქმედს“ შორის პროექტის „1000 კომპიუტერი – 1000 მრავალშვილიან ოჯახს“ ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საზოგადოებრივი პლატფორმის „სექტორი 3“, სამოქალაქო მოძრაობის „შენმოქმედის“, ფონდის „პროდემოსის“ და ინტერნეტ კომპანიის „სქაიტელის“ თანამშრომლობით წამოწყებული კამპანიის მხარდაჭერას.

კამპანიის მიზანია, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გადაეცეთ კომპიუტერეული ტექნიკა, ასევე, 18 თვის განმავლობაში ჰქონდეთ წვდომა უფასო ინტერნეტზე.

საქართველოს ფოსტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, შეუერთდა პროექტს და უზრუნველყოფს გზავნილების მიტანას ბენეფიციარამდე სრულიად უსასყიდლოდ.

საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.

„სექტორი 3“ საზოგადოებრივი პლატფორმაა, რომელიც საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა. ეს არის სივრცე – ჰაბი განვითარებისთვის, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ინოვაციას, ცოდნას, ექსპერიმენტულ იდეებს და ქმნის რესურსებსა და შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებასთან აქტიური დიალოგისა და პოზიციების დაახლოებისთვის.

სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაციის სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის ინიციატივით, რომელსაც სჯერა, რომ გლობალურ საფრთხესთან გამკლავება საზოგადოების ყველა წევრის, ყველა სექტორის ჩართულობითაა შესაძლებელი. „შენმოქმედის“ ინიციატივით ბევრი ქმედითი და მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714901543

სოციალური მედია

„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „წუხელ გავედი სასაფლაოზედა მამაჩემი აღარ დამხვდა.სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.ღია საფლავთან ანგელოზთა...

აა

1714895045

სოციალური მედია

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველო ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ყველასათვის საამაყო, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. იგი ასევე აქვეყნებს ფოტოს სადაც სამოსზე აქვს...

ააა

1714893035

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრ...

კობახიძე ტაძარში

1714890888

ახალი ამბები

5-6 მაისს მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 5-6 მაისს მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. თბილისის მერიამ ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დანიშნა. ავტობუსები მგზავრებს 08:00-...

ავტობუსიიი

1714850284

ახალი ამბები

ბათუმში ავარიას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, ავარიას 4 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედიაც წერს. არსებული ცნობით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,