საქართველოს კონკურენციის სააგენტო "Glovo"-ს მომხმარებლის უფლებებს დაიცავს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „გლოვოაფფ ჯორჯიასთან" პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. საკითხი ეხებოდა  - ეკა გამრეკლიძის და ვეფხვია ცერცვაძის განცხადებებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს:

• კომპანიამ შიდა პოლიტიკა შეცვალოს, კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა;

•ინფორმაცია მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს. მათ შორის, იმ მოვაჭრეების შესახებ ინფორმაცია, ვისი საქონელიც  ვებგვერდზე www.glovoapp.com და მობილურ აპლიკაციაში იყიდება;

•უზრუნველყოს სარეალიზაციო ვებგვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულ საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 4 (ოთხი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე - 35 შეთანხმება გააფორმა. 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი - 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714123357

საზოგადოება

გიორგი ჩიხელიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა 23 წლის გიორგი ჩიხელიძემ – ქართველმა პირველ წრეში...

გიორგი ჩიხელიძე

1714074943

ახალი ამბები

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო“- თეა წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო და ეს ვთქვა ამაყად“, - ამის შე...

მინისტრი

1714073677

ჰოროსკოპი

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ხელსაყრელი დღეა ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. მეგობრებისგან საინტე...

ჰოროსკოპი

1714070396

ახალი ამბები

Balenciaga ყველაზე სასურველი ბრენდების ათეულში დაბრუნდა

აპრილის ბოლოს, Lyst Index-მა ტრადიციულად გამოაქვეყნა 2024 წლის პირველი კვარტალის განხილვადი და სასურველი ბრენდების ათეული. 2022 წლის შემდეგ, პირველად, “ბალენსიაგა” ათეულში დაბრუნდა და მერვე პოზიცია და...

დიზაინერი

1714068255

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან სერბი მარიცა პერიშიჩი იპონით დაამარცხა და საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე მედალი მოუტანა. დღესვე, ოქროს მედალს დაეუფლა ვაჟა მ...

ეთერ ლიპარტელიანი - ძიუდოოისტი