TBC Capital -"თბილისში, ერთ წელში, ბინის ქირა 125%-ით, გასაყიდი ფასი კი 30%-ით გაიზარდა"

TBC Capital-ის ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, თბილისში, თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასაქირავებელი ბინის ფასი 125%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ს საშუალო ღირებულება 13.1 დოლარი იყო.

თებერვალში წლიურად 30%-ით გაიზარდა ბინის გასაყიდი ფასი და კვ.მ-ზე საშუალოდ 1 136 დოლარი შეადგინა.

„2023 წლის თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ იანვრის მაჩვენებელს 19%-ით გადააჭარბა, ხოლო წლიურ ჭრილში ზრდა 12% იყო. საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1 136$-ს გაუტოლდა (+3% თ/თ, +30% წ/წ). გაყიდვების რაოდენობის და გასაყიდი ფასის ზრდის ფონზე ბაზრის ზომა წლიურად 48%-ით გაიზარდა (+24% თ/თ) და 261$ მილიონი შეადგინა“, - აღნიშნულია TBC Capital-ის მიერ მომზადებულ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის თებერვალში 746 ახალი ბინა გაიყიდა რაც 2022 წლის თებერვალთან შედარებით 5%-ით მეტია.

„ზრდა წინა თვესთან შედარებით გაცილებით უფრო საგრძნობი აღმოჩნდა (+36%). რაც შეეხება ძველი ბინების გაყიდვას, წლიური ზრდა 14%-ს გაუტოლდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 15%-იანი მატება დაფიქსირდა. შედეგად, 2023 წლის თებერვალში ახალი ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 22%-მდე გაიზარდა“, - აღნიშნულია ყოველთვიურ მიმოხილვაში.

TBC Capital-ის მონაცემებით, თებერვალში გაყიდული ბინების 72% 75 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის იყო. მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი კვლავ (41%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია. გაყიდული ბინების დაახლოებით 6% აღემატება 125 კვ.მ-ს.

მიმოხილვის თანახმად, იანვრის მსგავსად, 2023 წლის თებერვალში, მაღალფასიანი ბინების გაყიდვები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა.

გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით თბილისის უბნებს შორის დიდი დიღომი ლიდერობდა, რომელმაც პირველად, 2021 წლის აპრილის შემდეგ, გადაასწრო საბურთალოს.

„დიდი დიღომი ასევე გამოირჩევა ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი დონით (222 ბინა), წინა წელთან 8%-იანი ზრდით. საბურთალოზე კი ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობა წლიურ ჭრილში 33%-ით შემცირდა.

2023 წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ნაძალადევში (+250%), დიდუბეში (+64%) და გლდანში (+37%)“, - აღნიშნულია ყოველთვიურ მიმოხილვაში.

TBC Capital-ის მონაცემებით, მთაწმინდასა და ვაკეში კვლავ ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასები დაფიქსირდა (>1,800$). მიმოხილვის თანახმად, თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველა უბანში ფასის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება როგორც ძველი, ასევე ახალი ბინების შემთხვევაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1686253094

ემიგრაცია

საქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის  გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...

ზოგადი

1686165381

სპორტი

15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი! 

რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...

wrest

1686147510

ემიგრაცია

რა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა:  „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...

იტალია

1686080217

სპორტი

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...

soccer

1686054294

სპორტი

საფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...

soccer