რეპორტაჟები იტალიიდან - ExclusiveTV-ის ახალი პროექტი
დღეიდან ExclusiveTV.ge გთავაზობთ ახალ პროექტს, იტალიაში მცხოვრები ჩვენი საინფორმაციო სააგენტოს იტალიის ბიუროს ხელმძღვანელისა და ჟურნალისტის, ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემას "ნინას ესპრესო", რაც გულისხმობს რეპორტაჟების ციკლს, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ. ჩვენ შემოგთავაზებთ ბევრ საინტერესო ამბავს და ისტორიას და პირველები გიამბობთ იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც ემიგრაცია დაძლიეს ან უბრალოდ ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებენ.
ჩვენ მოგიყვებით და გაგაცნობთ იმ იტალიელებს, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები არიან. ჩვენ ვიწყებთ ემიგრანტების ისტორიის ფირზე გადატანას და ძლიერი დიასპორის გაერთიანებას.
პირველი გადაცემის სტუმარია იტალიაში მოღვაწე მხატვარი რეზო ივერიელი (ერი შვილი). რეზო წარმოშობით ფოთიდანაა, თუმცა, 2010 წლიდან ოჯახთან ერთად იტალიის ქალაქ ფლორენციაში ცხოვრობს, სადაც როგორც ხელოვანმა გარკვეული სიტყვა უკვე თქვა. მისი ნამუშევრების უდიდეს ნაწილში სწორედ ფლორენციას შენიშნავთ, თუმცა, გარდა ფერწერისა, იგი რესტავრაციითაც არის დაკავებული და ისეთი ხელოვანების ნამუშევრების რესტავრაციაზე უმუშავია, როგორებიც არიან დონატელო, ბენჩივენი და სხვები, თუმცა სჯობს, თავად რეზოსგან მოვისმინოთ დანარჩენი…
1714731134
ახალი ამბები„გვესმის ადამიანების გაბრაზების, თუმცა უნდა ვეცადოთ, თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს“ - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დ...
1714730351
სოციალური მედია„მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს“ - თათია შარანგია
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას უცხადებს. „ჩემი აზრით არასწორია ხვიჩა კვარაცხელ...
1714728797
საზოგადოებალეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი დღეს 3 მაისს 84 წლის გახდა. გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 12-გზის გამარჯვებული და საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელია. გარდა ამისა, ის ექვსჯერ...
1714726694
ახალი ამბები„სკოლის ბოლო ზარი ჰქონდათ მალე...“ - ტრაგედია სვანეთში, ახალგაზრდები მანქანით მდინარე ენგურში გადავარდნენ და ტალღებმა გაიტაცა
2 მაისს, გვიან ღამით, სვანეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი, მაშველები სამ პირს ეძებენ. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში გვითხრეს, ამ დროისთვის სამი პირის სამძე...
1714724185
ახალი ამბები9 მაისთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ს...