შეგვიძლია თუ არა ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის გასაახლებლად გაცემული ქვითრით, (რიჩევუტა) მოგზაურობა?
შეგვიძლია თუ არა ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის გასაახლებლად გაცემული ქვითრით, ,,რიჩევუტა" მოგზაურობა?
იტალიაში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის (Permesso di Soggiorno) განახლებაზე განაცხადის გაკეთებისთანავე ჩვენ ხელში გვიჭირავს ფუნდამენტური დოკუმენტი, ე.წ ქვითარი ,,Ricevuta", რომელიც ადასტურებს, რომ ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელ დოკუმენტს ვაახლებთ და შესაბამისად, არ ვიმყოფებით არალეგალურად იტალიის ტერიტორიაზე.
განახლების ქვითარი, ,,Ricevuta" არ უნდა დაკარგოთ და ფრთხილად შეინახეთ!
სად შეგვიძლია წასვლა ბინადრობის ნებართვის განახლებაზე გაცემული ქვითრით?
ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის განახლების მოთხოვნისთანავე საფოსტო განყოფილებები როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გასცემენ ქვითარს ,,Ricevuta" განმცხადებლის პერსონალური მონაცემებით, სადაც მითითებულია ასევე ანაბეჭდების დანიშვნის დრო და თარიღი.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სჯერა, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად იმოგზაურონ ყველგან, სინამდვილეში ეს ასე არ არის.
ფაქტობრივად, ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის განახლებაზე ფოსტის განყოფილების მიერ გაცემული ქვითრით ნებადართულია გამგზავრება მხოლოდ მშობლიურ ქვეყანაში! შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში გაჩერება კი შეუძლებელია.
ეს იმიტომ ხდება, რომ ქვითარი (Ricevuta) არ არის აღიარებული, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ ადასტურებს უცხოელის ქმედით კანონიერებას, რომლითაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ.
უცხოელს, ვინც გააკეთა განაცხადი ბინადრობის ნებართვის დოკუმენტის განახლებაზე და ხელში მხოლოდ ამის დასადასტურებლად ქვითარი აქვს, შეუძლია იმოგზაუროს:
1. იტალიის ტერიტორიაზე ფოსტის მიერ გაცემული ქვითრით და ვადაგასული ბინადრობის ნებართვის ორიგინალით.
2. მშობლიურ ქვეყანაში გამგზავრებისას კი თან უნდა იქონიოთ განახლების ქვითარი (Ricevuta), ვადაგასული ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პასპორტი.
მშობლიურ ქვეყანაში წასვლა და შემდეგ დაბრუნება მხოლოდ პირდაპირი რეისით უნდა მოხდეს!
იმ შემთხვევაში კი, თუ ფრენა მოიცავს ტრანზიტს, აუცილებელია წინასწარ დაზუსტება იმ ქვეყნის საელჩოში ან საკონსულოში, სადაც განხორციელდება.
ისინი კი, ვინც პირველად ელოდებით ბინადრობის ნებართვის დოკუმენტის აღებას და ხელში გიჭირავთ ქვითარი, რა თქმა უნდა ვერ შეძლებთ გამგზავრებას სანამ მთლიანი პროცესი არ დასრულდება და არ აიღებთ ბინადრობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
წარმატებას გისურვებთ!
ჟურნალისტი ნონა გედენიძე
Exclusivetv.ge - იტალია
1728995032
საზოგადოებასაკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის მიღებითაც ჩვენ შეიძლება ხელი შევუწყოთ თავის ტკივილის დაწყებას
იცოდით, რომ არსებობს საკვები პროდუქტები, რისი მიღების შემდეგაც შეიძლება თავის ტკივილი დაგვეწყოს. „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მსგავსი სახის საკვები პროდუქტებს თავი მოუყარა და საზოგადოებას რეკომენდაცი...
1728991998
სპორტი„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ყოფილი თანაგუნდელები ზურიკო დავითაშვილზე
„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ასე ახასიათებენ „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევ ნახევარმცველს მისი ყოფილი თანაგუნდელები „ბორდოდან“. „მან გაიბრწყინა ჩემპიონატის ბოლო მატჩში ოსერთან და ბომბარდირთა დავაშ...
1728990630
სოციალური მედია„დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე“ - კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ელენე მეგრელიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ნიკა მელია ავრცელებს და გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება. „გვაქვს უმძიმესი დღეები,...
1728988114
საზოგადოებალევან და შენონ ჩერტკოევები შვილს ელოდებიან
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ყველაზე ექსტრავაგანტური წევრის, გოჩა ჩერტკოევის შვილის ქორწილმა, რომელიც იანვარში შედგა, ყველა აალაპარაკა. ლევან ჩერტკოევის რჩეული შენონ ნილია. ოჯახმა, რომელიც...
1728984125
ახალი ამბებისამოქალაქო აქტივისტი გურამ აბულაძე გარდაიცვალა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სკა ფაუნდეიშენ საქართველოს“ თავმჯდომარე გურამ აბულაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ. „გიგა.... ასეთი ნიჭიერი, მიზანდა...