“20 წლის ემიგრაციაში გავხდი, ქვრივი და შვილმკვდარი… დიახ, მე მოხუცებს ვბან, მაგრამ არ მრცხვენია!” - ემიგრანტი საბერძნეთიდან
საბერძნეთის ქართველი ემიგრანტების ჯგუფში, სალი ირემაძე, ნათია სალაძის პოსტს აქვეყნებს, რომელიც ბევრ ემიგრანტს და არა მხოლოდ, გაუღვივებს ჭრილობას, მაგრამ ერთგვარ მაგალითს და თანადგომას იგრძნობენ, იგრძნობენ იმას, რომ იმ უიარაღო ომში, რომელსაც ემიგრანტისა და ცხოვრების ომი ჰქვია, მარტონი არ არიან. და რომ არიან ემიგრანტები, რომლებიც იბრძვიან და იგებენ ომს:
"დიახ, მე ვარ "ემიგრანტი"! დიახ, მე ვუვლი მოხუცს! დიახ, მათ ვულაგებ! დიახ, მათ ვუსუფთავებ! დიახ, მე მათთან ვმუშაობ, მაგრამ მე "ვშრომობ", ჩემი შრომით ვინახავ ჩემ თავს და არა მარტო...
დიახ, მე ვარ მათი მომვლელი! მე არ მრცხვენია ჩემი შრომით ვიშოვო ფული... მე 27 წლის ვხდები და ჩემი შრომით ვარ 8 წელია. ჩემს თავს არაფერს ვაკლებ, ჩემს ოჯახს და არა მარტო. ვმუშაობ იმიტომ, რომ არ ვთხოვო მშობლებს. არ დავჯდე მათ ხარჯზე არ ვთხოვო სხვას, არ გავხდე მათხოვარი. დიახ, 8 წელი და თვეებია მე ოჯახი არ მინახავს. დიახ, მათ მონატრებაში ვარ, განა იმიტომ, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებს, არამედ ის მანიჭებს სიამოვნებას, რომ ამ ტანჯულ წლებს ჩემს ოჯახს, ჩემს მომავალს ვახმარ. იმიტომ, რომ არ თქვან, აი, ნახეთ ეს გოგო როგორ დაბეჩავდა, ქმარ-შვილი დაეღუპა და ოჯახის კისერზეაო.
არ მინდა ვინმემ ცოდვით და შეცოდებით შემომხედოს. სანამ შემეძლება დიახ, ვიმუშავებ თუნდაც დამლაგებლად, თუნდაც მოხუცის მომვლელად, მის დასაბანად და მის გასაწმენდად, ეს არ მეთაკილება.
დიახ, მე 20 წლის გავხდი ემიგრანტი, ქვრივი, შვილმკვდარი, განადგურებული ვიძახდი რად მინდა ცხოვრება, ის რაც და ვინც მიყვარს დავკარგე, მეც უნდა მოვკვდე-თქო! თუმცა, შევხედე ჩემს დედიკოს, მამიკოს თვალებში და მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ღირდა ცხოვრება და უნდა გამეგრძელებინა, მე ოჯახის კისერზე დაკიდებას, მათთვის ტვირთად დაჯდომას, გულგაგლეჯილმა ვარჩიე ემიგრანტობა, უცხო ქვეყანაში უცხო ხალხში უენოდ, ჩემი დაიკოს ამარა. უფალს და ჩემს დაიკოს მადლობა, თორემ მე მათხოვარი ვიქნებოდი, მე შესაცოდი დასაცინი ვიქნებოდი.
მე კი ახლა ვამაყობ იმით, რაც ვარ, რასაც ვაკეთებ როგორც ვაკეთებ... არ ვიპარავ, არ ვმათხოვრობ და ჩემ მშობლების და არავის კისერზე არ ვარ...
მე არ მეთაკილება, არც მრცხვენია ვთქვა რომ კი, მე ვარ მომვლელი, მე ვარ დამლაგებელი, მე ვარ სხვა ქვეყნის ბებია-ბაბუების დამბანი, მათი საჭმლის გამკეთებელი, მაგრამ მე ამით არა მარტო ჩემ თავს, არამარტო ოჯახს, არამედ ბევრნაირ არამზადას ვარჩენ (ბიუჯეტში ფულის შეტანით)!მე არ მრცხვენია, მე არ ჩავხრი თავს, არა, პირიქით, მე თავაწეული ვივლი!"
1791827086
საინტერესო ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილებააბსოლუტურად...
1791824931
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები
[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...
1791821802
მსოფლიოვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ
ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხად...
1791820055
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კა...
1791818366
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება
მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელ...































