„21 ქართველი ბიჭი გერმანიაში სამუშაოდ ჩაიყვანა და ულუკმაპუროდ ქუჩაში დატოვა“ - ლაშა ხობუა

პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლაშა ხობუა სულის შემძვრელ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქართველი „დამსაქმებლისაგან“ გერმანიაში, ქუჩაში მიტოვებულ 21 ქართველ ახალგაზრდაზე საუბრობს:

„დამსაქმებლებო ქართველებს ნუ ატყუებთ! ვეძებ ქართველ, ბაღდათელ კაცს, ვინმე ზ.ლ.-ს, რომელმაც გერმანიაში ჩაიყვანა 21 ქართველი ახალგაზრდა ბიჭი და იქ უპატრონოდ დაყარა. რამდენიმე დღის შემდეგ, 300 ევრო გაუგზავნა უკრაინელის ხელით, ჭამეთ და საქართველოში დაბრუნდითო დაუბარა. თავიდან ბიჭებს სამუშაოებს შეჰპირდა და მერე ქუჩაში მიატოვა. 

სულ გაფრთხილებთ ამ ქართველ დამსაქმებლებს, თქვე ძაღლიშვილებო, რას ერჩით ამ ახალგაზრდა თაობას საქართველოდან რომ მოგყავთ ეს ხალხი. ოქროს კოშკებს რომ უგებთ და პროცენტიან ვალებს აღებინებთ. გერმანიაში რა უნდა გააკეთოს 20-25 წლის ბიჭმა, რატომ უბიძგებთ რომ ცუდი გზით წაიყვანოს მისი ცხოვრება, როცა პატიოსანი შრომისთვისაა კაცი ჩამოსული. ტოვებთ ქუჩაში და ბიჭები იძულებულნი ხდებიან ლუკმა-მპურისთვის მოიპარონ და ცხოვრება გაიუბედურონ.

რაც პოლონეთში ვარ ჩამოსული, დავდევ თქვენგან გადაგდებულ ქართველებს. ზოგი ყინვიდან მომყავს, ზოგს ფეხსაცმელი არ აცვია. რას აკეთებთ თქვე არაადამიანებო. სული და გული არ გაქვთ? ყინავს გარეთ თქვე არაადამიანებო, როგორ ტოვებთ ამ ხალხს ქუჩაში. 

ოთხი დღეა ეს ბიჭები და მათი ოჯახები მე მირეკავენ და ითხოვენ შველას. სად უნდა წახვიდე, სად დაიმალები, მე და ჩემი სამეგობრო გეძებთ. შენ ხარ ნაგავი და მიმიფურთხებია შენთვის, შენი საქციელის გამო.

საქართველოში ხომ დავჭამეთ ერთმანეთი, ემიგრაციაში მაინც ვცეთ ერთმანეთს პატივი. ბოღმა და ბრაზი მახრჩობს თქვენი არაადამიანურობის გამო.
ქართველებო, ყველას გაფრთხილებთ, რომ მოდიხართ ემიგრაციაში, ნუ ენდობით ოქროს კოშკებს რომ გიგებენ ყველა იმ ადამიანს. თურქეთში ვიცხოვრე წლების განმავლობაში, თურქეთში ანგელოზი ყოფილა ხალხი.

პოლონეთში ქართველების 80% ასე რომ აგაღებინათ თავზე ხელი, ასე რამ გაგაღორათ. შენი თანამემამულის ასე ღალატი როგორ შეიძლება.“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714588100

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი - შსს

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები აგრესიულები გახდნენ და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცა...

ზოგასი

1714586674

სოციალური მედია

„არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა“ - რას წერს თემურ თათარაშვილი?

მომღერალი თემურ თათარაშვილი ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მის მიმართ გამოხატულ აგრესიას სოციალურ ქსელში პასუხობს. „არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა ამდენი აგ...

თემურ თათარაშვილი

1714584063

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტ...

შსს

1714583232

საზოგადოება

პრემიერი: შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება

,,შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ",0 - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, კანონის მიღების შემთხვევ...

ირაკლი კობახიძე

1714582486

ახალი ამბები

ამ დროისთვის მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი - შსს

,,კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება," - ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს...

შენობა