“ახლა იტალიაში ვარ, მაგრამ ათი წელი უკრაინაში ვიცხოვრე და ვიცი, პუტინი არ აპატიებს უკრაინელებს სიმამაცეს” - ემიგრანტი იტალიიდან
მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლილიკო გიორგაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ლილიკო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც უამრავი ახლობელი ჰყავს:
"დღეს დილით მსოფლიომ ახალ, კოშმარულ რეალობაში გაიღვიძა. ნუთუ პუტინის ბოროტების მხოლოდ მაშინ უნდა დაეჯერებინა ამერიკას და ევროპას, როცა კიდევ ერთხელ სისხლით შეღებავდა დედამიწას.
ნუთუ არ იყო საკმარისი 2008 წლის ომი. მაშინ რომ გაეცათ პუტინისთვის საკადრისი პასუხი, შეშფოთებულ-აღშფოთებულ ამერიკა-ევროპას, დღეს ეს ცოდვის ტრიალი არ იდგებოდა უკრაინაში.
გული მიტირის. ახლა იტალიაში ვარ, მაგრამ 10 წელი ვიცხოვრე უკრაინაში, ჩემი მეორე სამშობლო გახდა. უამრავი ნაცნობ-მეგობარი მყავს. ჩემი ძმა ოჯახით იქაა და გზებს ვეძებ როგორ წამოვიყვანო.
თქვენ არ იცით როგორი მებრძოლი ხალხია უკრაინელები. იოლად არაფერს დათმობენ, ამიტომ მეშინია, რომ პუტინი არ აპატიებს სიმამაცეს და გადავლას შეეცდება, თუ არავინ შეაჩერა.
ღმერთს ვეხვეწები, რომ მალე და მშვიდობით დამთავრდეს ეს კოშმარი.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
დიდება მშვიდობას!"
1793431385
ახალი ამბებიშსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპლექსური ღონი...
1793430490
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...
1793429342
საზოგადოებამაია ორჯონიკიძე: თამარა ჩერგოლეიშვილი ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ერთადერთი „მოწმე” იყო! „ნასედკები“ როდიდან ითვლებიან ოპოზიციად, როდიდან?!
მინიმუმ 2016 წლიდან მოყოლებული, რაც ამ ცოლ-ქმარს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპოზიციის ლეღვის ფოთოლს ამოფარებულებს უკეთებიათ - უკლებლივ ყველაფერი უნდა გამოვიდეს მზის სინათლეზე,- წერს “ნაციონალური მ...
1793428445
მსოფლიოჩინეთში პოლონეთის ელჩმა საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა
ჩინეთში პოლონეთის ელჩმა იაკუბ კუმოხმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ის თანამდებობას ტოვებს. „ქვეყანაში განვითარებული მოვლენებ...
1793427073
მსოფლიომედია: პოლონეთის პრეზიდენტი წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შევიდა
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გვიან ღამით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლა, წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით,...


























