„ატირებული ვეცი, - ეს ჩემი შვილიშვილების ტანსაცმელებია და დამიბრუნეთთქო, მაგრამ“ - ემიგრანტის წერილი

„ემიგრანტული ისტორიის - ფურცლებზე დაწერილი ცუდი ამბავი“ - იტალიაში მყოფი ემიგრანტის წერილი:

ხუთშაბათი დღე ემიგრანტებს იტალიის სამხრეთით, კერძოდ ბარის რეგიონში დასვენების დღედ არის კანონიერად მიჩნეული. მთელი ქართველობა გარეთა ვართ ამ დღეს გამოფენილები. საღამოს რვა საათამდე მხოლოდ ქართული საუბარი ისმის ცენტრალურ ქუჩებში თუ სკვერებში. თითქმის ყველა ვიცნობთ ერთმანეთს. 

მე, ჩემს მეგობრებთან ერთად შებინდების ჟამს, მწვანე ბაღში ვიყავი, ახლობელი ქალბატონი მოგვიახლოვდა ხელში დიდი ცარიელი პარკით, ცრემლიანი თვალები ჰქონდა. - თეონა, მომმართა მე, -  აქვე მედო ეს პარკი, სკამთან. მე ტელეფონზე ვსაუბრობდი. ლაპარაკში მოვშორდი ადგილს ხმაური იყო და ნაკლებ ხალხი სადაც იდგა იქ განვარგრძე საუბარიო და როცა უკან მოვბრუნდი ეს ჩემი პარკი შვილიშვილებისთვის ნაყიდი ტანსაცმელი ამოცლილი დამიხვდაო, ვერსად ვერავის ვერ მოვკარი თვალიო, ხომ არ შეგიმჩნევიათ ვინმეო, - გვკითხა. ჩვენ დავღონდით, რადგან ვერაფრით შევძელით მისი დახმარება.

მთელი დღე დარდმა და ფიქრმა წამიღო, ნეტა ქართველები ამოაცლიდნენ და ასე ცარიელ პარკს დატოვებდნენთქო? ვერ მოვისვენე თურმე სადა ვართ, თურმე რა ხდება ?

დავურეკე ჩემს მეგობარს, შენზე ვდარდობთქო, რომ ვერაფერში დაგეხმარეთქო და ძალზედ ტკივილიანი ხმით მიყვება ამბავს, - თეონა შენგან რომ წამოვედი ეს ცარიელი პარკი მაქვს ხელში და თვალებს ვაცეცებ იქნებ ვინმეს მოვკრა თვალი, რადგან თვალსადახელსშუა არის მოპარული ნივთებიო და ვხედავ ჩემი პარკიდან მოპარულ ტანსაცმელებს ლოთი მამაკაცები, ქართველ ქალებს ევროებში ყიდიან. ატირებული ვეცი, - ეს ჩემი შვილიშვილის ნივთებია რა უფლებით გამიყიდეთ, ეხლავე „კარაბინიერებს„ დავუძახებოთო, - ვუთხარი ლოთებს. შევხედე და ვხედავ ქართველები ჩანთებში ილაგებდნენ ჩემი შვილიშვილების ტანასაცმელებს, რომელიც ლოთებმა მათ 1 ევროდ მიჰყიდა. მივედი ქართველებთან და ვთხოვე, დამიბრუნეთ ჩემს პატარა შვილიშვილებს ვუყიდე საქართველოში უნდა გავგზავნოთქო ცრემლიანი აკანკალებული ხმით და მათი პასუხი ასეთი იყო? ჩვენ ვიყიდეთ ქალბატონო უკვე და ვერ დაგიბრუნებთო და მაშინვე აცვივდნენ ავტობუსში...

თეონა განა ჩემი ნივთების დაკარგვამ შემაშფოთა, განა ვერ ვიყიდი კიდევ გასაგზავნ ნივთებს ?ჩემი ქართველების სიმხდალებ, ღორობამ და ნაქურდალით ხეირნახულმა სულმა მიწა გამომაცალა ფეხებთან და იქვე დავჯექი და ვიტირეო ...

- განა რა იყიდეთ იმის ფასი რა ფასადაც ქართველობა დაკარგეთ? განა ვის უნდა გაუგზავნოთ ეს წართმეული ნივთები ატირებულ პატრონს რომ არ დაუბრუნეთ სამარცხვინო ქართველებო! ცრემლიანი ქალი მოგადგათ, - დამიბრუნეთ ჩემი ნივთებიო, თხოვნით და რა უპასუხეთ თქვე ნაძირლებო? ჩვენ უკვე ვიყიდეთო? თქვენ ქართველობა გაყიდეთ ევროებში! თქვენ ქალობას ნულის ფასი აქვს, შემირცხვენია თქვენნაირი ქართველი, არც იმის გარკვევაა რთული ვინ ხართ, მაგასაც გავარკვევთ და ცოტა ხანში ელოდეთ სამარცხვინო ქართველების სიით აიტვირთებით ემიგრანტულ ისტორიის ფურცლებზე...

თეონა ჭანტურია/იტალია/ქალაქი ბარი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1700856686

საინტერესო ამბები

ალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა

"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. გოგონა ალ ბ...

საქართველო

1700847959

ემიგრაცია

ანსამბლმა „ივერიელები“ პირეას თეატრში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირეას ისტორიულ თეატრში გაიმართა „Ηγέχορ“ საიუბილეო საღამო, რომელშიც ს...

საბერძნეთი

1700847575

ემიგრაცია

ნიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა

1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“. ღონისძიებაზე გაიხსენეს დაპატივი მიაგეს...

ემიგრაცია

1700837199

საქართველო

26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 24 ნოემბერს, იტალიის დროით 20:00 საათიდან!

26 ნოემბერს გაიმართება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი. წელს, საქართველოს ევროფესტივალზე პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო...

ევროვიზია

1700652744

ბიზნესი

საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს

Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომი...

ხელფასი