“ჩემს გარშემო ყველა შეშინებული იყო სამსახურის დაკარგვით, არავინ არ იღებდა ხმას თუნდაც საკუთარი უფლებების დასაცავად“ - ემიგრანტის წერილი

„ექსკლუზივიტივის“, რედაქციას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ქალბატონი  ლიზა ოთარაშვილი დაუკავშირდა. ემიგრანტი ქალბატონი „კვირის პალიტრა“-ში წარმატებული ემიგრანტის, Exclusivetv-ს გენერალური დირექტორის, ხათუნა შარაძის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას  გამოეხმაურა და მისი ემიგრანტობის საწყისი წლების სირთულეები გაიხსენა.

ლიზა ოთარაშვილი წერილში ხაზგასმით საუბრობს ემიგრაციაში მოქმედი მედიის როლსა და მის მნიშვნელობაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიასპორისთვის ემიგრაციაში არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც მათი უფლებების, ცხოვრების, ინტეგრაციის და სხვა საჭირო საკითხების შესახებ მუდმივად ისაუბრებს და ფართო აუდიტორიამდე მიიტანს თითოეული ემიგრანტის გასაჭირს თუ მოთხოვნებს. 

„ხათუნა გამარჯობათ, წავიკითხე თქვენი პოსტი რომელიც წარმატებული ემიგრანტის შესახებ მიეცით „კვირის პალიტრას“ და ძალიან მომინდა მომეწერა. მეთქვა თუ როგორ მიხარია ასეთი აქტივობა. ემიგრანტების ინტეგრაციისთვის, მათი უფლებების დასაცავად ხელმისაწვდომი ინფორმაცია გახადეთ exsclusivTV-ის საშუალებით.

ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ, მე 2012- 2016 წლებში ვცხოვრობდი Polignanoshi, მახსოვს რომ ჩამოვედი არცერთი სიტყვა არ ვიცოდი იტალიური, მალევე დავიწყე მუშაობა და ასევე ენის სწავლაც. ძალიან მალე ანემია დამემართა და დამჭირდა ექიმი, მაშინვე გავარკვიე რომ შემეძლო გამეკეთებინა „stp“ (ჯანმრთელობის დაზღვევის დროებითი ბარათი) და გავიკეთე ანალიზები, მყავდა ექიმი და ვიმკურნალე. გავარკვიე რომ ყველას ჰქონდა ეს შესაძლებლობა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა გაეკეთებინა „stp“ და ემკურნალა. არ დამავიწყდება როგორ მიწევდა წინააღმდეგობას „Asl“-ის (ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულება, პოლიკლინიკა) ერთ-ერთი თანამშრომელი და არ გვაძლევდა ამ საბუთს ჩემი მეგობრისთვის, რომელსაც ონკოლოგიური პრობლემები ჰქონდა. უარით გვისტუმრებდა და გვეუბნებოდა რომ წავსულიყავით და გაგვეკეთებინა „პერმესო“ (ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტი). ვუხსნიდი რომ კანონი არ იყო გამოსული, რომ ჩვენც გვქონდა ამის სურვილი, მაგრამ უარით გვისტუმრებდა. შენ წარმოიდგინე მაინც მოვახერხე და გავაკეთე, ასე ვთქვათ მოვიფიქრე როგორ აგვეღო ეს „stp“. ვიცოდი რომ თუ „pronto soccorso“-თ (სასწრაფო სამედიცინო დახმარება) შეხვიდოდი, აუცილებლად მოგვცემდნენ ამ საბუთს. ამიტომ ასეთი ხრიკი მოვიფიქრეთ: ვუთხარი ჩემს მეგობარს, ახლა თავი მოიავადმყოფე-მეთქი და სასწრაფოში მივიყვანე.

სასწრაფოს საბუთით იძულებული იქნა ის ქალბატონი, „Asl“-ის თანამშრომელი მოეცა ეს დოკუმენტი. როდესაც დამინახა, ისევ შენ ხარო, - გადაირია.

ძალიან გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ მინდოდა მომეყოლა ეს ერთი ისტორია, იყო სხვებიც მაგრამ თავს არ შეგაწყენ. მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ იმ დროს იმ პერიოდში ისე მჭირდებოდა თქვენნაირი აქტიური, ნიჭიერი ადამიანი გვერდით, ჩემს გარშემო ყველა შეშინებული იყო სამსახურის დაკარგვით, არავინ არ იღებდა ხმას თუნდაც საკუთარი უფლებების დასაცავად. იყო ინფორმაციის დეფიციტი. მხოლოდ ასე ვთქვათ დამსაქმებლების ხელში იყო უმეტესობა. პირადად მეც რომ ჩამოვედი 6 თვე ისე ვიმუშავე მზის შუქი არ მინახავს, 6 თვე სახლიდან გარეთ არ გამოვსულვარ. სანამ ჩემს უფლებებში არ გავერკვიე ასე მონურად ვიმუშავე ასე ვთქვათ. მას შემდეგ რაც ცოტა გავერკვიე მარტო ჩემთვის არა სხვებისთვისაც ვცდილობდი დახმარებას. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და მერე ტოსკანაში ჩამოვედი. ამჟამად პრატოში ვარ.

არ ვიცი როგორ გამოვხატო ის გრძნობა, როცა მესმის რომ რამდენად მეტი ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ ემიგრანტებმა, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები, რომ იმუშაონ პატიოსნად, იყვნენ ინფორმირებულები. მე პროფესიით ექიმი-ეპიდემიოლიგი ვარ, 51 წლის ვარ და კიდევ მინდა ვისწავლო და მეტი გავაკეთო და წარმოიდგინეთ ახალგაზრდისთვის კიდევ რამდენად მეტი შანსია იყოს ინფორმირებული, განვითარდეს, ისწავლოს აქ ემიგრაციაში. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, დიდი დამსახურება, რადგან უდიდეს საქმეს აკეთებთ, გამოაფხიზლეთ ემიგრაცია, აამოქმედეთ ემიგრაცია და ახლა ემიგრანტობა არ იქნება მხოლოდ ტკივილი, ნოსტალგია, ცრემლები, იქნება წინსვლა, წარმატება. ბევრი შეძლებს თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საშუალებებით წარმატებების მიღწევას. მადლობა დიდი შენ, თქვენს გუნდს, უღრმესი მადლობა ნამდვილად... ბოლოს არ შემიძლია მაინც არ გითხრა, როგორ ვნატრობდი თქვენნაირ ადამიანებს მაშინ Polignanoshi.“ - წერს ლიზა ოთარაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌  „სამწუხაროდ, ემიგრაცია იზრდება... ადრე დედები შვილებთან საუბარსაც ვერ ახერხებდნენ, დღევანდელი რეალობით კი ემიგრაცია საკმარისად შემსუბუქდა“ - ხათუნა შარაძე

📌 „კომფორტულ პირობებში გაზრდილი ბრძოლის უუნარო მასა, ძალა და დასაყრდენი ვერ იქნება“ - რას წერს ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე

📌  ხვიჩა კვარაცხელიამ, ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! - ხათუნა შარაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714917490

საზოგადოება

„იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო“ - რას ჰყვება დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი პირველი არხის ეთერში იუდა ისკარიოტელზე და მის პასუხისმგებლობაზე ჰყვება.  „იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო. ეს პასუხისმგებლობა იყო ი...

კახაბერ გოგოტიშვილი

1714916704

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ა...

ააა

1714906860

ახალი ამბები

6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალ...

ამინდი

1714904260

ახალი ამბები

როდის უნდა გავიდეთ საფლავზე - როგორია ეკლესიის პოზიცია

აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების სა...

 სასაფლაო

1714901543

სოციალური მედია

„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „წუხელ გავედი სასაფლაოზედა მამაჩემი აღარ დამხვდა.სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.ღია საფლავთან ანგელოზთა...

აა