„დაე ეს ნაწერი ემიგრანტ ქალებს მიეძღვნას, ქალებს რომლებიც გაწირეს, ქალებს რომლებსაც უღალატეს და ქალებს რომლებიც ასე უიარაღოდ, მაგრამ მაინც დგანან“ - ემიგრანტის ბლოგი
დღეს მინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა მწერალი, ჟურნალისტი სოფო კორტავა რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. სოფო ბავშვობიდან წერს და ჩვენს გვერდზე დღეიდან მისი ნაწერები გამოქვეყნდება. პროზაულ ნაწარმოებებზე მწერალმა 2017 წელს წიგნიც კი გამოსცა. სოფო "ექსკლუზივ ტივის " გერმანიის ბიუროს ჟურნალისტია და ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს. მწერალი თავის ბლოგს ერთგულების ჩანაწერით ხსნის:
"ფეხბედნიერი იყოს ჩემი ფეხი ამ გვერდზე, მინდა თქვენი გვერდის მეშვეობით კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ერთგულებას ნებისმიერ ურთიერთობაში, ვიცი, რომ ამ გვერდზე უამრავი ქალია, რომელიც ემიგრაციაშია წამოსული და ოჯახებს არჩენს, დაე ეს ნაწერი მათ მიეძღვნას, ქალებს რომლებიც ომში ამაყად დგანან, ქალებს რომლებსაც ატკინეს, ქალებს რომლებიც გაწირეს, ქალებს რომლებსაც უღალატეს და ქალებს რომლებიც ასე, უიარაღოდ და მაინც დგანან " . - ასე იწყებს სოფო კორტავა თავის ბლოგს.
„საოცარი ერთგულების უნარი აქვთ აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებს. სასტუმროს სფეროში, გერმანიის მასშტაბით დასაქმებულთა რიცხვს ძირითადად ის ადამიანები შეადგენენ რომლებიც ქვეყნისთვის უცხოელის სტატუსით სარგებლობენ. როგორც ჟურნალისტი ვაკვირდები ადამიანებსა და მათთან დიალოგში მარტივად შევდივარ. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ერთ-ერთი სერვისი ოთახის ღამის რუტინისთვის მომზადებაა, თითო ოთახზე განკუთვნილია 7 წუთი, გამოყენებული და ჰიგიენურად მოუწესრიგებელი ნივთები იცვლება და ფარდა ეშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძილის დროა და ოთახში შესვლის უფლება არავის აქვს ....
მე ჩემი ცხოვრების გზაზე, ყოველთვის ჩამოშვებული ფარდის მიღმა შევდივარ და ჩემთვის დახურულ დარაბებს იქით რაც ხდება იმ საიდუმლოებების ამოხსნა პროფესიაა, ასე ვაშიშვლებ ადამიანებსა და მათ ისტორიებს ერთ დიდ სკივრში ვათავსებ . "არ შეხვიდეთ " - ჩემთვის ერთ-ერთი ოთახია იმათგან რომელშიც შესვლას სხვები ვერ ბედავენ, მაგრამ მე შევდივარ.....

ამბავი ნომერი პირველი: თეთრი პერანგი აცვია, შავი შარვალი და სახეზე წინწკლებად აყრია ქალის მონატრება. საუბარს მე ვიწყებ, აჰმედი მიყურებს.
- არასდროს გიღალატია ქალისთვის? -
- არა, არ შეიძლება, ის სახლშია და მელოდება, დღის მთლიან მონაკვეთს მშობლებთან ატარებს, ქარგავს და პატივისცემას ჩემდამი ლოდინში გამოხატავს, მე აქ ვარ ვმუშაობ. ჩემს ქვეყანაში ღალატი მკაცრად ისჯება. ვმუშაობ რამდენიმე სამსახურში, ვაგროვებ ფულს და ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღისთვის ვემზადებით, ქორწილი გვაქვს. - ვაწყვეტინებ და გერმანულ ფურცლებზე ამობეჭდილ ოთახის ნომრებს ხელს ვაწერ: ს. კორტავა და ვადასტურებ. საუბარს ვაგრძელებ, - რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას, როცა საქმე ადამიანთან ურთიერთობას ეხება რომელთანაც აპირებ სარეცლის გაყოფას, ძილს დროსა და საცვალში ყურებას. ღალატს ეროვნება არ აქვს აჰმედ, ან ხარ ერთგული ან არა. იყო ერთგული, საკუთარი სინდისის გამოძახილია.
აჰმედი მწირ გერმანულს ფლობს, პასუხს ბოლომდე ვერ იგებს თუმცა ხვდება, რომ მეც იმ ადამიანთა რიგებს მივეკუთვნები რომლებისთვისაც ურთიერთობაში ღალატი უპატიებელია...
როცა ორი ადამიანი ხვდება, რომ საერთო მათ არაფერი აქვთ იქ უნდა დაისვას წერტილი და ყველა მცდელობა მძიმის სახით არის შეცდომა, შეცდომაა ადგე და უღალატო ადამიანს როცა შეგიძლია დასვა წერტილი და ამის შემდეგ დაიწყო სხვა გზაზე სიარული და მიმართულებას უწოდო: სხვა მიყვარს ....
ამბავი ნომერი ორი: მულტიკულტურულ ქალაქში, სამუშაო სივრცეში საშუალო სიმაღლის მამაკაცი შემოდის. ფარიდს ხელებზე ვუყურებ, დაკოჟრილი აქვს თითები და სიცივისგან კანი აქვს დახეთქილი. დედაჩემის ქუსლები მახსენდება და ჩაიდანის წივილი. ფარიდი თავისი სიყვარულის ისტორიას ჰყვება: „ჩემი მომავალი საცოლე, ჩემს ქვეყანაში ცნობილი ოჯახის შვილია, ერთხელაც კი არ გამჩენია სურვილი სხვასთან წასვლის, მას ხომ ეტკინება ამით. ნახე რა ლამაზია, კაბები რომლებიც მას აცვია თავისი ხელით ნაქარგია ყველა, სახის ნაკვეთებს დააკვირდი, ბავშვური ღიმილი აქვს, ეჰ სოფია რას არ დავთმობდი ახლა ვხედავდე მას რამდენიმე წამის მონაკვეთით “. - ფარიდს სახე ეცვლება და თავს ხრის....
საოცარი უნარია გიყვარდეს ადამიანი და ფიქრებშიც ფლობდე ერთგულების განცდას, მხოლოდ მას ხდიდე დედის ნაყიდ პერანგს და უყვებოდე ანბანზე აწყობილ სიტყვებს „ა“-დან „ჰოე“-მდე, რომ ათასი, რომ ...
ამბავი მესამე: დაწერე ეს ამბავი, გუშინ ცოლს ვუღალატე, ზუსტად ისე შემოვეხვიე ვიღაც ქალს როგორც ვეხვევი საღამოობით ჩემს ცოლს და მის თეთრეულს მაგრამ იცი რა დავინახე? ჩემი ცოლის კანი, რომლის კანიც ომში ნამყოფი ქალის კანს ჰგავს, ნაბრძოლს, სისხლჩაქცევებივით, რომ აქვს დარდები შემორტყმული, ჩემზე დარდები, ჩემს სახლზე დარდები, ჩვენს “არ გვაქვს „ - ზე დარდები, მოთმინების დარდები.
- მოგითმენია რამე? (კითხვას მიბრუნებს მესამე), ჩემს ცოლს კი. შემოვახვიე ამ ქალს ხელები და დაურცხვენლად დავუკოცნე მკერდი და ჩემი ცოლის კანზე ფიქრმა ოფლი მადინა. თმებში შემოვახვიე ამ ვიღაც ქალს ხელები, ის ხელები დილით, წასვლამდე ჩემმა ცოლმა, რომ დამიკოცნა: „არაუშავს გვექნებაო“, მომაძახა და ოთახში გათბობა გამორთო, მე გავდიოდი და თვითონ სიცივის მოთმენა გადაწყვიტა. ჩავავლე ამ ქალს თმებში ხელები და თავი გადავუწიე, კისრის მიდამოებში ვაკოცე და ჩემი ცოლის გადატყავებული ხელები გამახსენდა, კისერში მისთვის არასდროს მიკოცნია.
ვნების აზარტში შესულს და ჩემი ცოლის განწირული ხმა ჩამესმა, ჩვენი გოგონა, რომ გააჩინა და ვიღაც თეთრხალათიანმა ქალმა დროის კალენდარზე დაბადება მამცნო, შვილიაო მითხრა და ჩემი ცოლის საშოსა და შვილის ჭიპლარის სიგრძეზე ყურება დამაწყებინა, ასეთია ქალობაო მითხრა და გადაჭრა. არაფერი უგრძნია ჩემს ცოლს მაშინ და არც მაშინ გრძნობდა ალბათ, როცა ვიღაც ქალი, მის თავს მაგონებდა, დედა ვატირე! გუშინ ცოლს ვუღალატე. იცინოდა ის ვიღაც ქალი, მეხვეოდა და ამ დროს ჩემი ცოლის იშვიათი სიცილი გამახსენდა, ბოლო დროს არაფერი აძლევს საშუალებას იცინოს, იკისკისოს და ფანჯრიდან იყურება... ვუღალატე და ვიღაც ქალის ოთახიდან გამოსული, ჩემს პერანგს ჩემი ცოლის სუნი აუვიდა და გამახსენდა, ამასწინათ დავაკვირდი, როცა ჩემს პერანგებს აუთოვებს თბილ მატერიას სახეზე იდებს და ქვედა ტუჩით ეხება, თან ამას ისე აკეთებს, რომ არ შევამჩნიო, ერიდება. წუხელ ცოლს ვუღალატე და იქნებ ჩემს ცოლს ვენატრები.... ........

ცა კუპრს, რომ იგდებს და საბანს იხურავს, წერას ვიწყებ. ასეთი ქალების ტკივილი ჩემი სახლის ფანჯრებზე თავსდებიან და ზამთარს ვეგებები. ჯანდაბა! კუბოკრულ პერანგს დაუუთოვებ და შენი სუნი ვიღაც ქალის კანს გაერევა. ჩემს ქმარს, აწმყოდან მომავლის სამყაროში წერილს ვუგზავნი და ვწერ: „არ მიღალატო რა, ომში წავალ, ტყვიების წვიმაში დავდგები, ოღონდ არ დაითვალო სხვა ქალის კანზე ხალები. მგონია, რომ ასეთი სამყარო არსებობს და წერილის ბოლოს ვწერ, რომ ქალები რომლებსაც ღალატობენ, სულიერად ეცემიან, შიგნით ტვინსა და თავის არეში ბედნიერების ნაწილაკი უკვდებათ და მათთვის სამყაროს აზრი არ აქვს. ასეთ ქალებს კანი აქვთ დახეთქილი და მათ ვერავინ ხედავს. მერე იბადებიან ჩემნაირი გოგოები, წერენ სულის შემძვრელ ამბებს და ასე ხდებიან ეს ქალები ცნობადები... დავიბადე მე, გადმოვვარდი დედის საშოდან და ვწერ, ჯანდაბა ვწერ!! ჯანდაბა!!!! კარამდე მიაცილებ და უკანმოუხედავად გავა.... შემოიხედეთ მამაკაცებო გასვლამდე, იქნებ თქვენი ცოლის თვალებში რამე დაგრჩათ...... ფრანკფურტი.“
1765807416
საზოგადოებანინო წილოსანი: ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან. ვინც კურსს გადაუხვია, ეს არის თავად ევროკავშირი და ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელმაც გადაუხვია დასავლეთის კურსს და თავად უღალატა ევროპის იდეას
ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხად...
1765806136
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინ...
1765805781
ახალი ამბებიმაია ბითაძე: გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი სამშობლოს წინაშე ახორციელებს
გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობა, როგორიცაა ამერიკაში FARA და ახლა უკვე საქართველოშიც გვაქვს მსგავსი, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრ...
1765804807
ახალი ამბებინოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 202...
1765804294
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...


























